როგორც ახალაიას ადვოკატმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკითხვა მოწმის სტატუსით პრობლემას არ წარმოადგენს. რაც შეეხება პროკურატურის მხრიდან დარღვევების დაფიქსირებასა და ბრალის დამძიმებას, ახალაიას უფლებადამცველები აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ:
"რაზეც კეთდებოდა განცხადებები, რომ მამაოს იძულებით მიაცემინეს ჩვენება, თითქოს ახალაიამ დაავალა ციხის უფროსს, რომ პატიმრების გარკვეული ჯგუფისთვის კარგი პირობები შეექმნა, ეს არის აბსურდული, ერთადერთი მოწმე არის მამა ნიკოლოზი, პირველი ნაბიჯი პროკურატურამ უნდა გადადგას, თავად უნდა გადაწყვიტოს თუ რა კუთხით უნდა დაკითხოს ბაჩო ახალაია, თუ მოწმის სახით შემოიფარგლებიან, პრობლემა არ იქნება, მაგრამ თუ უკანონოდ ბრალს წაუყენებ, ამას აუცილებლად გავასაჩივრებთ", - აღნიშნა ახალიას ადვოკატმა, მალხაზ ველიჯანაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






