არსებული მინისტრთა კაბინეტს გიორგი კვირიკაშვილი გადადგომის შემდეგ მოველეობის შემსრულებელთა სტატუსი აქვს.
პრემიერ-მინისტრის მოავლეობას პირველი ვიცე-პრემიერი ანუ დიმიტრი ქუმსიშვილი შეასრულებს.
მედიაში კვირიკაშვილის შესაძლო შემცვლელის შესახებ სხვადასხვა ვერსია ვრცელდება.
ერთ-ერთი, კულუარული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე ფინანსთა მინსიტრი მამუკა ბახტაძე უკვე შეარჩია.
„ქართული ოცნების“ რიგი წარმომადგენლები „ნიუპოსტთან“ არაოფიციალურად ამბობენ იმასაც, რომ მთავრობის ახალი მეთაური შინაგან სამეთა მინისტრი გიორგი გახარია გახდება.
ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული დეპუტატები არც იმას გამორიცხავენ, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მინისტრთა კაბინეტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს ჩააბაროს, რომელიც როგორც ამბობენ, ბიძინა ივანიშვილის ნდობით სარგებლობს.
კანონის მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ შვიდი დღის ვადაში უნდა დაასახელოს პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი, რომელიც მთავრობის ახალი შემადგენლობასა და ახალ პროგრამას წარადგენს. ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურას განსახილველად ქვეყნის პრეზიდენტს წარუდგენენ, რომელიც ვალდებულია 7 დღის ვადაში წარუდგენოს პარლამენტს კანდიდატი.
საბოლოო ჯამში პარლამენტმა უნდა გამოუცხადოს ნდობა ახალ მთავრობას.
მასალის გამოყენების პირობები






