"სად მიიყვანს "პატარა და ამაყ ქვეყანას" მისი უცნაურობები" - TANAP-ის გახსნა საქართველოს ოფიციალური პირების გარეშე
პოლიტიკა - 19:51, 13 Jun, 2018     2480

12 ივნისს, თურქეთის ქალაქ ესქიშექირში ევროპის, კავკასიის რეგიონისა და საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი ტრანს-ანატოლიური მილსადენი (TANAP-ი) გაიხსნა. მილსადენის გახსნას რეჯეპ ტაიპ ერდოღანი, ილჰამ ალიევი და პეტრო პოროშენკო დაესწრნენ. თუმცა, საქართველოს მხრიდან მის გახსნას უმაღლესი თანამდებობის პირები არ დაესწრებიან. თურქული მხარის ინფორმაციით, გახსნის ცერემონიალზე მიწვეული გიორგი მარგველაშვილი იყო, ამას პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც ადასტურებენ, თუმცა ამბობენ, რომ საბოლოოდ ვიზიტი აღარ შედგა.

შეგახსენებთ, რომ TANAP-ი აშშ-სა და ევროკავშირის აქტიური პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერით ხორციელდება.

ამ ფაქტმა გაკვირვება გამოიწვია პროექტის მონაწილე ქვეყნებში და აზერბაიჯანულ მედიაში მას რამდმენიმე სტატიაც მიეძღვნა.

სტატიაში - "სად მიიყვანს "პატარა და ამაყ ქვეყანას" მისი უცნაურობები", ნათქვამია, რომ გახსნის ცერემონიაზე არდასწრების მიზეზად საქართველოში არსებული რევოლუციური განწყობების დასახელება თითიდან გამოწოვილია.

"კითხვაზე, რისი თქმა უნდოდა ოფიციალურ თბილისს TANAP-ის გახსნის ცერემონიაზე ფორმალური დასწრებით, ჯერჯერობით დამაჯერებელი პასუხი არ არსებობს. პრეზიდენტ მარგველაშვილის, პრემიერ კვირიკაშვილის, ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრების ჩუმი დემარში გვაგონებს იმ ტოტის მოჭრის მცდელობას, რომელზეც ზის "პატარა და ამაყი ქვეყანა", როგორც ამას მიხეილ სააკაშვილი ამბობდა. სხვათაშორის, სააკაშვილი არასდროს გადადგამდა ასეთ უგუნურ ნაბიჯს," - ნათქვამია სტატიაში.

სტატიის ავტორი წერს, რომ ედუარდ შევარდნაძის მმართველობიდან მოყოლებული, საქართველო იყო საკვანძო რგოლი და მუდმივად იღებდა დივიდენდებს რეგიონის ენერგეტიკული პროექტებიდან. აქვე აღნიშნულია, რომ ქვეყნის სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსი მთლიანად დგას სატრანზიტო გადაზიდვების პროცენტებზე, რაშიც უდიდესი წვლილი თურქეთსა და აზერბაიჯანს მიუძღვის. საექსპორტო ნაკადის ზრდა ქვეყანას დამატებით მოგებას მოუტანს. აქვე სტატიის ავტორი აღნიშნავს, 2015 წელს მარგველაშვილს, რომელიც TANAP-ის ფუნდამენტის ჩაყრას ესწრებოდა საკმაოდ ამაღლებული განწყობა ჰქონდა.

"თუმცა ბოლოდროინდელი მოვლენები აცდასტურებენ ეჭვს, რომ საქართველოში გარკვეულ ძალებს "ორ სკამზე ჯდომა" სურს.

ბოლო დროს გახშირებული ინტენსიური კონტაქტები თბილისსა და მოსკოვს შორის, რომელიც მიზნად ურთიერთობის ნორმალიზაციას ისახავს, მიმართულია არა მარტო გაუგებრობების აღმოსაფხვრისკენ, არამედ საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობაზე მონიტორინგის მექანიზმის ამოქმედების მიმართულებით, დოკუმენტი არსებობს, ნაგრამ მისი იმპლემენტაცია სავარაუდოს არასდროს მოხდება," - აცხადებს სტატიის ავტორი.

აქვე, ტოფიკ აბასოვი სომხეთის ფაქტორსაც ასახელებს, რომელიც საქართველოს "მსხვილ დივიდენტებს" ჰპირდება, თუ მოხდება მისი დაკავშირება ჩრდილოეთთან სახმელეთო გზით. ამ საკითხს ავტორი "ბაქოსთვის ზურგში მახვილის ჩაცემას" უწოდებს. იგი თვლის, რომ მოსკოვთან და ერევანთან თამაშით საქართველო დაკარგავს იმ რეალურს, რაც ხელში აქვს, მითუმეტეს, რომ მითიური იმედები საკმაოდ არარეალურია.

"არ არის საჭირო რისკის პროვოცირება იქ, სადაც ამის საფუძველი არ არსებობს. გაუთვლელი პოლიტიკა და აუხსნელი გამოწვევები შეიძლება ისეთ მოულოდნელობებში გადაიზარდოს, რომ შედეგები სრულიად თავზარდამცევი აღმოჩნდეს. ასე, რომ აუცილებელია ის ტოტი ასჯერ გაზომო, რომლის მოჭრასაც აპირებ," - ასკვნის ავტორი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42