"ის დროა, ივანიშვილს და მისი გუნდს ეყოს გამბედაობა და აღიაროს ამ ხელისუფლების დასასრული" - ნინო ბურჯანაძე
პოლიტიკა - 16:34, 13 Jun, 2018     1957
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძის განმარტებით, „ქართულმა ოცნებამ“ ნდობის თვალსაზრისით ყველა რესურსი ამოწურა.

„რა ხდება, ბიძინა ივანიშვილმა გუშინ გაიგო, რომ ქვეყანა სიღატაკეში იხრჩობა? აღმოჩნდა, რომ UNICEF-ის კვლევით გაიგო თურმე, თუ როგორ ცხოვრობს მისი ხალხი? ეს ხომ ცინიზმია, საკუთარი მოსახლეობის დაცინვა და აბუჩად აგდება?! მე არ მესმის ამას როგორ პატიობს ჩვენი მოსახლეობა ივანიშვილს და მის მთავრობას. ივანიშვილი უკვე ვეღარავის ვერ მოატყუებს და მისი ყველა მცდელობა, ისევ მოისყიდოს, ისევ დაპირდეს, ისევ გამოიყენოს არ გამოუვა. ხალხს თვალიც აეხილა და მოთმინებაც ამოეწურა" - აღნიშნა ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ სარალიძის და მაჩალიკაშვილის ტრაგედია გახდა კატალიზატორი, რომ ხალხს პოლიტიკური მოთხოვნები დაყენება.

„ის რომ ხელისუფლება გაღიმებული სახით გვიმტკიცებს, თითქოს პოლიტიკური კრიზისი არ არსებობს, სასაცილოა. როდესაც გენერალური პროკურორი გადადგება, როდესაც ხალხი ითხოვს გადადგეს იუსტიციის მინისტრი და უკან მიჰყვეს სრულიად მთავრობა, როდესაც პრემიერი მივა მიტინგზე და ბოთლებს დაუშენენ, პოლიტიკური კრიზისი სხვა კი არაფერია.

ის დროა, ივანიშვილს და მისი გუნდს ეყოს გამბედაობა და აღიაროს ამ ხელისუფლების დასასრული.“ - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ვერ ხედავს იუსტიციის მინისტრის ან სხვა რომელიმე მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების აზრს. ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ მინისტრების უკან დგას საშიში და მახინჯი სისტემა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შეინარჩუნა და გააძლიერა.

„სამართლის დასამკვიდრებლად, ჩემთვის ერთმნიშვნელოვნად არის მთავარი, ქვეყანაში ჩატარდეს თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები, ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ კი საბოლოოდ ჩამოშორდეს პოლიტიკას. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია სამართლიან ქვეყანაში ვიცხოვროთ. ეს რაც უფრო მალე მოხდება, მით მალე გამოვა ქვეყანა ჩიხიდან.“ - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42