საქართველოს პრეზიდენტი ელისაბედ II-ს დაბადების დღეს ულოცავს
პოლიტიკა - 15:58, 13 Jun, 2018     1119
​საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალს მის უდიდებულესობა ელისაბედ II-ს დაბადების დღეს ულოცავს

„თქვენო უდიდებულესობავ,

მინდა გულითადად და გულწრფელად მოგილოცოთ დაბადების დღე. ამ მნიშვნელოვან დღეს მინდა აღვნიშნო, რომ თქვენი მმართველობის პერიოდში თქვენი ქვეყანა წარმატებით განვითარდა სირთულეებით აღსავსე და არასტაბილურ გარემოში. თქვენო უდიდებულესობავ, თქვენ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებთ მშვიდობისა და კეთილდღეობის საქმეში, როგორც გაერთიანებული სამეფოსთვის, ასევე ერთა თანამეგობრობისთვის და მთლიანი კაცობრიობისათვის.

ჩვენს ქვეყნებს საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული, მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, ძლიერი კულტურული კავშირები და წარმატებული პოლიტიკური თანამშრომლობა აერთიანებთ. ნება მიბოძეთ გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და გამოვხატო ჩემი მადლიერება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისათვის. მწამს, რომ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებულ კავშირები და ძლიერ პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება ჩვენი ქვეყნების ერთობლივი სარგებლისათვის.

თქვენო უდიდებულესობავ, ნება მიბოძეთ გისურვოთ ბედნიერება, ჯანმრთელობა და დიდი წარმატება თქვენი ქვეყნის წინსვლისთვის და კეთილდღეობისათვის”, - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის მისალოც წერილში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42