ადა მარშანიამ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია დატოვა
პოლიტიკა - 15:56, 13 Jun, 2018     924

"პატრიოტთა ალიანსის" წევრმა, დეპუტატმა ადა მარშანიამ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია დატოვა.

მანამდე კი დეპპუტატი დაინტერესდა ფართოვდება თუ არა საკითხთა წრე და იგეგმება თუ არა სხვა მძიმე დანაშაულების გამოძიებაც.

„ეს კომისია ვერ ხედავს, რომ სხვა საქმეებითაც უნდა იყოს დაკავებული. თქვენ მოიშველიებთ ფორმალურ გარემოებას, რომ ეს არც კანონში წერია და არც რეგლამენტში. ჩვენ შევალთ პარლამენტში წინადადებით, რომ შეიქმნას ამდაგვარი კომისია და მე ვნახავ, როგორ დაუჭერთ ამ კომისიის შექმნას მხარს, რომ სხვა საქმეებიც იყოს გამოძიებული. აქედან გამომდინარე, მე ვერ ვრჩები ამ კომისიაში, ვერ ვიმუშავებ იქ, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ უმრავლესობით ზის, იქ ჩვენ არაფერი გვესაქმება. ეს არის „ქართული ოცნების“ ბრალი. საერთოდ აბსურდამდე და ცინიზმამდე დავდეთ ჩვენ. ეს არის აბსურდის თეატრის გაგრძელება”, – განაცხადა ადა მარშანიამ.

სხდომის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე დაინტერესდა, აგრძელებდა თუ არა დეპუტატი მუშაობას საგამოძიებო კომისიაში.

„თქვენს მიერ მოთხოვნილი საკითხები არ შედის ჩვენს კომპეტენციაში და თქვენს მოთხოვნაზე პასუხი არის, არა”, – მიმართა სერგი კაპანაძემ ადა მარშანიას.

ამის შემდეგ დეპუტატმა აღნიშნა, რომ საგამოძიებო კომისიას ტოვებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42