აზერ სულეიმანოვი რუსთავის სამხარეო პროკურატურაში ამ წუთებში დაკიტხვაზე იმყოფება, საუბარია მარნეულის მკვიდრის ელჩინ ალახვერდიევის საქმეზე, რომლის ფარგლებშიც დაკავებულია მარნეულის მერი თემურ აბაზოვი.
ადგილზე იმყოფება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელიაც, რომლის განცხადებითაც აღნიშნული ფაქტი არის დაუჯერებელი და პროვოკაცია:
„როგორც კი „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ხელისუფლება, რომელსაც ვერ გააკეთებდა სუს-ის გარეშე, ადამიანს მოექცა ისე, როგორც მოექცა, მთელმა ქვეყანამ გაიგო და ეს აბაზოვით ვერ გაჩერდებოდა, ის განსაკუთრებით დაახლოებული პირია ივანიშვილთან, „ქართულმა ოცნებამ“ ან უნდა აღიაროს, რომ მოძლადე ხელისუფელბაა, უცბად წამოეწია მათთვის მოულოდნელად უდიდესი სკანდალი, რომელიც ბოლომდე ანადგურებს ქართულ ოცნებას, დასხდნენ, მოიფიქრეს, იპოვეს აზერ სულეიმანოვი და დავაბრალოთო, ჩვენზე არ გადმოვიდეს მთლიანად სიმძიმის ცენტრიო, ეს არის ის ვითარება როდესაც შეცდომას შეცდომაზე უშვებს ქართული ოცნება, გიჟის გარდა და სუბიექტური ადამიანის გარდა, რომელიც უნდ იყოს ან ქართული ოცნების წევრი ან მაღალი თანამდებობის პირი, ამას არ დაიჯერებს და აღაშფოთებს კიდეც, პროკურატურა ნაცვლად იმისა, რომ სჯიდეს დამნაშავეებს, ხედავთ რას აკეთებს, დღითი დღე იუარესებს მდგომარეობას, რაც უფრო მეტ სისულელეს გააკეთებს, მით უფრო მალე დაემშვიდობებიან მართვის სადავეებს და ამოისუნთქავს ქართული საზოგადოება“, - აცხადებს ნიკა მელია.
მასალის გამოყენების პირობები






