პროექტის ორგანიზატორი თავდაცვის სამინისტროა. ალასანიას უწყება მემორიალის გამართვასთან დაკავშირებით კონკურსს აცხადებს. "საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი პროექტზე ,,თავი გაწირეს საქართველოსთვის". პროექტის მიზანია გმირთა მოედანზე არსებული გმირების მემორიალის რეკონსტრუქცია. გმირთა მოედანზე ამჟამად განთავსებულია ორი მემორიალი. სასურველია მოხდეს მათი გაერთიანება და საქართველოს უახლესი ისტორიის განმავლობაში, საქართველოს ერთიანობისთის ბრძოლაში თუ საერთაშორისო მისიებში დაღუპული გმირების სახელები ერთ მემორიალში გაერთიანდეს.
სამწუხაროდ, არსებობენ გმირები ვისი სახელებიც ამ მემორიალზე დღემდე ვერ მოხვდა. ასეთები ათეულობით აღმოჩნდნენ. მათი ოჯახის წევრებს არა ერთხელ მიუმართავთ ამა თუ იმ უწყებისთის ამ უხეში ხარვეზის გამოსწორების მოთხოვნით.
სწორედ ამ მიზეზით გადაწყვიტა საქართველოს მთავრობამ გმირების მემორიალის რეკონსტრუქცია.
ჩვენი თხოვნაა, გამოცდილმა ადამიანებმა თუ ახალგაზრდა თაობამ, ვისთვისაც ჩვენი გმირების სახელები მნიშვნელოვანია, ერთად შევქმნათ ახალი მემორიალი.
პირველ რიგში საჭიროა მემორიალის დიზაინის შექმნა. ამ მიზნით თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტმა, უკვე გამოაცხადა დაჩქარებული კონკურსი, რომლის ბოლო ვადა 26 აგვისტოს 18:00 საათია", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებში.
მასალის გამოყენების პირობები






