საქართველოს პარლამენტის წევრი, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი აზერ სულეიმანოვი რუსთავის სამხარეო პროკურატურაში დაკითხვაზე მივიდა. შენობაში შესვლამდე სულეიმანოვმა ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ იგი დაზარალებულ ელჩინ ალახვერდიევს არ იცნობს:
„რა თქმა უნდა აზრზე არ ვარ, უსინდისობა არის, უნამუსობა არის, ვიღაცამ აგინა ივანიშვილს და ოცნების წევრს და აბრალებს ნაციონალურ მოძრაობას. ამის ლოგიკა რაღაც ხომ უნდა იყოს, როგორც მე პარლამენტის წევრი, მარნეულის მკვიდრი ვარ და აზრზე არ ვარ რა მოხდა, როგორ მოხდა, არ ვიცი რა კითხვები იქნება პროკურატურაში, დაზარალებულს არ ვიცნობ, მაგრამ ერთი რამე ვიცი, ეს იყო რამდენიმე წელი ოცნების წევრი და ჩვენს წინააღმდეგ მუშაობდა ყველ არჩევნებზე. ეს არის უსინდისობა, უნამუსობა, ეს ბიჭი იყო ჩემთან ოფისში, მე ვუთხარი ამ დაზარალებულს რატომ ლაპარაკობ ჩვენი პარტიის სახელით, შენ არ ხარ ჩვენი პარტიის წევრი, ეს არის უნამუსობა და ამის შემდეგ ეს ბიჭი წავიდა. ბევრი ხალხი იყო ჩვენთან ოფისში, იყვნენე მარნეულის მკვიდრები, რა მოხდა, როგორ მოხდა არ ვიცი, საუბრის შემდეგ ეს ბიჭი წავიდა“, - განაცხადა აზერ სულეიმანოვმა.
მასალის გამოყენების პირობები






