"შეიყუჟეთ პარტიაში, შეშინებულებმა თუ რა ქნათ ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად და ოროსანი ბავშვებივით იმართლებდით თავს" - სამადაშვილი კობახიძეს
პოლიტიკა - 15:04, 13 Jun, 2018     1328
საპარლამენტო ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" წევრ სალომე სამადაშვილის განცხადებით უძრაობის ჭაობში ჩაფლული ქვეყნის მოქალაქეების დიდი უმრავლესობა დღითიდღე ხელისუფლების მიმართ კარგავს რწმენას, მთავრობა კი ცდილობთ არეულობის აჩრდილი შექმნათ და თავად უკეთებს დემონიზირებას ოპოზიციურ პარტიებსა და მათ ლიდერებს, რათა შეინარჩუნოთ ძალაუფლება.

„ბატონო ირაკლი კარგი იქნებოდა სანამ პარლამენტის წევრ ნიკა მელიას ხელბორკილებით გაიყვანდნენ, მაშინ პარლამენტს გახსენებოდა შესაბამისი სანქცია მიეცა ამ ფაქტისთვის.

გაუგებარია, მშვიდობიანი და სანქცირებული აქციის დროს მსგავსი ქმედების განხორციელება, რა საჭირო იყო ამდენი პოლიციელის მობილიზება პარლამენტის შენობასა და მიმდებარე ტერიტორიაზე. თქვენ ხშირად საუბრობთ იმაზე, რომ პოლიტიკური ოპოზიცია ქვეყანაში ცდილობს დესტაბილიზაციის შემოტანას, ცდილობს არეულობის მოწყობას. სინამდვილეში კი, მიჩნდება განცდა, რომ უძრაობის ჭაობში ჩაფლული ქვეყნის მოქალაქეების დიდი უმრავლესობა დღითიდღე ხელისუფლების მიმართ კარგავს რწმენას, თქვენ კი ცდილობთ არეულობის აჩრდილი შექმნათ და თავად უკეთებთ დემონიზირებას ოპოზიციურ პარტიებსა და მათ ლიდერებს, რათა შეინარჩუნოთ ძალაუფლება.

ეს ასე ვერ იქნება ორი მარტივი მიზეზის გამო. „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ ასპარეზს 2012 წელს ორი მთავარი დაპირებით მოევლინა - სწრაფი გამდიდრება და სამართლიანი სისტემის შექმნა. დღეს ქვეყანა გაღატაკებულია. ამ ქვეყანაში არ არსებობს კანონის უზენაესობა და სამართალი, რაც დამტკიცდა სარალიძის მაგალითით და არამხოლოდ. სწორედ ეს არის ჩამოშლა ორი მთავარი საყრდენის, რომელიც გეგონათ შექმენით 2012 წელს. დღეს კი ყველა საქართველოს მოქალაქემ იცის რომ ეს იყო მტკნარი ტყუილი.

ამიტომ თბილისის ქუჩებში უამრავი მოქალაქე გამოდის, რათა გააპროტესტოს ქართული ოცნების მმართველობა და თქვენი ხელისუფლების პირობებში შექმნილი უიმედობა.

როდესაც დათვლას იწყებთ თუ რამდენი ადამიანი გამოვიდა, იქ იწყება ყველაზე სერიოზული კრიზისი ხელისუფლების. ასე რომ, არ მიკვირს, რომ გუშინ 3 საათი შეიყუჟეთ პარტიაში, შეშინებულებმა იმსჯელეთ თუ რა ქნათ ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად, თუმცა ვერაფერი მოიფიქრეთ და ხალხს ურცხვი ტყუილები მოუყევით ისევე, როგორც ოროსანი ბავშვები იმართლებენ თავს გაკვეთილის უცოდინრობისთვის.

თქვენი პოლიტიკური კრიზისი დასრულდება ქართული ოცნების ხელისუფლების სრული ჩამოშლით ‘’ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42