გიორგი აბაშიშვილმა და დავით რაქვიაშვილმა სტუდენტებთან საქართველოს წინაშე მდგარი საფრთხეები განიხილეს
პოლიტიკა - 14:09, 13 Jun, 2018     706

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა კონფერენციაში გამარჯვებულ სტუდენტებთან გამართეს შეხვედრა და საგარეო და საშინაო პოლიტიკის მიმართულებით საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა.

დავით რაქვიაშვილის განცხადებით, წლევანდელი 2018 წელი ჩვენი ქვეყნისათვის რამდენიმე მიმართულებითაა მნიშვნელოვანი - წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავია, ასევე 100 წელი უსრულდება საქართველოს მიერ ნატოს წინაშე აღებულ ვალდებულებებსა და რუსულ ოკუპაციასაც.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებით, ეს მოვლენები მჭიდრო ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან. საქართველოს წინაშე მდგარი ამოცანების შესასრულებლად და საფრთხეების შესაფასებლად, აუცილებელია გლობალური, გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინება, პროცესების შეფასებისას საერთო სურათის დანახვა. როგორც დავით რაქვიაშვილმა აღნიშნა სტუდენტებთან საუბრისას, საქართველო მსოფლიოს უსაფრთხოების კონტრიბუციას სთავაზობს და ჩვენი ქვეყანა ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის ამ მიმართულებით ერთ-ერთი სტაბილური პარტნიორია.

"საქართველო პატარა, მწირი ადამიანური და ეკონომიკური რესურსების მქონე ქვეყანაა, რომელიც ცდილობს გლობალურ პროცესებში სწორი ნიშა დაიკავოს. საქართველოს პოზიციონირება იყო და არის რეგიონში დემოკრატიის ექსპორტი, რომელიც გლობალური პროცესების თანხვედრი იყო და რომელსაც საქართველო დღემდე მიჰყვება.

რუსეთი საქართველოსათვის საფრთხეა არა მხოლოდ სამხედრო, არამედ იდეოლოგიური თვალსაზრისითაც. ჰიბრიდული ომი, რომელსაც დღეს რუსეთი საქართველოს მიმართ აწარმოებს არის ნაზავი სამხედრო მოქმედებებისა, იდეოლოგიური იარაღის, რომელსაც სხვადასხვა და მრავალფეროვანი მიმართულებები აქვს. ლიბერალურ დემოკრატიას რუსეთი უპირისპირდება იდეოლოგიურად და ამით ზრდის ზეწოლას საქართველოზე. რუსეთი ცდილობს გააჩინოს კითხვა და ეჭვი - არის თუ არა ლიბერალური დემოკრატია სახელმწიფო მოწყობის ეფექტიანი ფორმა და ცდილობს ამ მიმართულებით აქტიური მოქმედებების განხორციელებას", - აღნიშნა დავით რაქვიაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა სტუდენტებთან სახელმწიფოს განვითარების საქმეში სახელმწიფო ინსტიტუტების მდგრადობასა და სიძლიერის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ინსტიტუტების სიძლიერის გარეშე შეუძლებელია საქართველოს წინაშე მდგარი უსაფრთხოების გამოწვევების გამკლავება, რუსულ იდეოლოგიასთან დაპირისპირება და ბრძოლა.

"სახელმწიფო საფრთხის წინაშე მაშინ დგება, როცა სახელმწიფო ინსტიტუტები არ არის მდგრადი და დამოუკიდებელი. გამოწვევები დღესაც ძალიან დიდია. რუსეთს გაუადვილდება მოქმედებებისა და მიზნების მიღწევა, თუ სახელმწიფო ინსტიტუტები იქნებიან სუსტები და კორუფციული რისკების მატარებლები", -აღნიშნა აბაშიშვილმა.

ადმინისტრაციის უფროსმა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების გასამკლავებლად რამდენიმე ძირითად მიმართულებას შორის ქვეყნის ეკონომიკური განვითარება დაასახელა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის, ჩინეთისა და თურქეთის მრავალმილიონიანი ბაზრები და ამ ქვეყნებთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები საქართველოს ეკონომიკის განვითარების მასშტაბებს ზრდიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42