“ქოცები,როგორც ყოველთვის,იტყუებიან- "შარდის სკანდალთან" დაკავშირებით,ისინი ამბობენ,რომ ნაციონალებისგან განსხვავებით,დამნაშავე დააკავეს.
დადგმული "ციხის კადრების" გამოქვეყნების შემდეგ,გადადგა მინისტრი ახალაია და ჩვენ დავაპატიმრეთ საქმესთან დაკავშირებული ციხის ყველა თანამშრომელი,რომელთა 90% ოცნებამ გაათავისუფლა და ბედუკაძე გმირად გამოაცხადეს.
რაც შეეხება მარნეულში მომხდარ ფაქტს,აქ მარტო მერი კი არა,სუსის მთელი შემადგენლობა და მათი სპონსორი-ივანიშვილია დასაკავებელი.”- წერს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც მარნეულში მცხოვრები პირი საჯარო, დამამცირებელ ბოდიშს იხდის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერის თემურ აბაზოვის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის და სახეზე სავარაუდოდ საკუთარ შარდს ისვამს.
მარნეულში ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. დაკავებულია მარნეულის მერი თემურ აბაზოვი.
მასალის გამოყენების პირობები






