„ხელისუფლება გადასულია ძალადობაზე! ეს არის წარმოუდგენელი სისასტიკე!“ - საპარლამენტო ოპოზიცია სკანდალურ ვიდეოზე
პოლიტიკა - 13:00, 13 Jun, 2018     1540
საპარლემენტო ოპოზიცია მარნეულში ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ხელსიუფლების რეაგირებით უკმაყოფილოა.

ოპოზიცია გავრცელებულ კადრებს საგანგაშოს უწოდებს.

„დღევანდელ ხელისუფლებას ისე ეშინია საკუთარი ხალხის, რომ გადასულია პირდაპირ ძალადობაზე ყველაზე, ვინც აფიქსირებს ხელისუფლებს საწინააღმდეგო აზრს, ღიად და აშკარად აკრიტიკებს დღევანდელ ხელისუფლებას, ეს არის უპრეცედენტო მოვლენა, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში ადამიანი თუნდაც მიუღებელი ფორმით გამოხატავს საკუთარ შესაძლებლობას და ამის სანაცვლოდ ხელისუფლების ოფიციალური პირები მას უსწორდებიან წარმოუდგენელი სისასტიკით. ხელისუფლების რეაგირება არ არის საკმარისი,“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სისტემურ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას "ევროპული საქართველოს" ლიდერი ელენე ხოშტარია.

„გუშინ ჩვენ ვიხილეთ შოკისმომგვრელი და შემაშფოთებელი ვიდეოკადრები „სტუდია მონიტორის“ გამოძიებული, სადაც ხდება პოლიტიკური, თუნდაც ექსტრემალური ფორმით პოლიტიკური კრიტიკის გამო, ადამიანის ღირსების შელახვა საშინელი ფორმით. ეს არ არის ცალკე აღებული ინციდენტი, ეს არის კიდევ ერთი გამოვლინება სისტემური პრობლემის ამ ხელისუფლების, იმ სიძულვილის კლიმატის და პოლიტიკური ძალადობის გამოვლინება, რომელიც წლების განმავლობაში დანერგა „ქართლმა ოცნებამ,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ.

„ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მათ შორის მარნეულის მერიც, რომელიც სამართალდამცველებმა დააკავეს.

„ჩვენი ხელისუფლების პირობებში დამკვიდრდა სტანდარტი, რომ არ ვარჩევთ ადამიანებს არც პარტიული კუთვნილებით. რამდენიმე საათის განმავლობაში მოხდა რეაგირება ძალიან ოპერატიულად, ეს როგორ შეიძლება შეფასდეს სახიფათოდ ან ვინმესთვის ხელის დაფარვის მცდელობად, როდესაც რამდენიმე საათში შედეგი დადგა,“- განაცხადა სოფო კილაძემ.

ცნობისთვის, მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დააკავეს. მისი დაკავება მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს უკავშირდება.

პროკურატურა მომხდარზე გამოძიებას ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე აწარმოებს, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი პირია დაკავებული.

„ნიუპოსტს“ მთავარ პროკურატურაში უთხრეს, რომ საქმეზე ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება, შედეგების შესახებ კი საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მიაწვდიან.

სკანდალური ვიდეო სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა, სადაც მამაკაცი, რომელიც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

ფაქტს საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42