თბილისში უახლოეს მომავალში ორი ახალი პარკი გაშენდება
პოლიტიკა - 11:55, 13 Jun, 2018     1789

თბილისში უახლოეს მომავალში ორი ახალი პარკი გაშენდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, თბილისის მერია ე.წ. დიღმის ჭალებსა და ე.წ. თემქის ხევში ახალი პარკების გასაშენებლად, სპეციალურ კვლევას ჩაატარებს.

„გვინდა, ორი ახალი საქალაქო პარკის მშენებლობა განვახორციელოთ. ამ მიზნით, კვლევას ვიწყებთ. კონკრეტულად, ეს არის ე.წ. დიღმის ჭალების ტერიტორია, სადაც ვფიქრობთ, რომ ახალი რეკრეაციული სივრცის შექმნის თვალსაზრისით, ძალიან საინტერესო პროექტი განხორციელდება, მათ შორის, მტკვართან სიახლოვის არსებობის მხრივ. მეორე ტერიტორია კი, ე.წ. თემქის ხევია, რომელიც მოცულობით ძალიან დიდია. მის გარშემო დაახლოებით, 80 000 მოსახლეა, ახლოს არის თბილისის ზღვასთან და საპარკე-სარეკრეაციო სივრცის შექმნის თვალსაზრისით, ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. აღნიშნულ ტერიტორიასთან დაკავშირებით, თბილისის მერია შესაბამისი კვლევის მომზადებაზე მუშაობას იწყებს, მათ შორის, თემქის ხევში მდინარის მონაკვეთის გახსნის პოტენციალის მიმართულებით. მგონია, რომ თემქის ხევი არის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი, სადაც შეგვიძლია, ეს პროექტი განვახორციელოთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის ინფორმაციით, ასევე, გლდანში, მეექვსე მიკრორაიონში, დაახლოებით, სამ ჰექტარზე ახალი პარკი მოეწყობა.

„აღნიშნული პარკის პროექტი არსებობდა, თუმცა მასში გარკვეული ხარვეზები იყო. ზოგადად, ქალაქში მწვანე სივრცეების არსებობა უმნიშვნელოვანესია და ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდება, რომ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ. მოსახლეობის თანადგომა და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ჩვენ რაღაც მიმართულებებით არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს, მაგრამ ეს ყველაფერი ქალაქის ინტერესებიდან, თითოეული ჩვენგანისა და მომავალი თაობების ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე იქნება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ მერის მოადგილეს მაია ბითაძეს დაავალა, რომ ქალაქში არსებული 12 დიდი პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტები მომზადდეს.

„არსებული საქალაქო პარკების მდგომარეობა სახარბიელო ნამდვილად არ არის. შესაბამისად, მინდა დაგავალოთ, რომ წელს უკვე პროექტები გაამზადოთ და მომავალ წელს, 12-ვე დიდი პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დავიწყოთ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პარკების კულტურა დავაბრუნოთ და ადამიანებს შევუქმნათ ისეთი კომფორტი, რომ პარკებში შესვლა სასიამოვნო იყოს. ამას საზოგადოებაც ითხოვს. არსებულ ინფრასტრუქტურას მოწესრიგება სჭირდება. რაც არ გაგვაჩნია, იმ ადგილას ახალი უნდა შევქმნათ“, - მიმართა დედაქალაქის მერმა მაია ბითაძეს.

მერის მოადგილის ინფორმაციით კი, მიმდინარე წელს ორი დიდი პარკის რეაბილიტაცია განხორციელდება.

„ეს არის ე.წ. წურწუმიას პარკი, რომელიც აბსოლუტურად ამორტიზებული და მოძველებული იყო. უკვე იწყება ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ასევე, იწყება გოძიაშვილის სახელობის ე.წ. წითელი პარკის სრული რეაბილიტაცია. ორივე შემთხვევაში, ძალიან კარგი პროექტებია წარმოდგენილი და წლის ბოლოს, თბილისელებს საშუალება ექნებათ, რომ ამ ორი დიდი პარკის განახლებული ფორმით ისარგებლონ. რაც შეეხება თქვენს დავალებას, ჩვენ დღესვე დავიწყებთ მუშაობას დიდი პარკების რეაბილიტაციის პროექტების მომზადებისთვის“, - მიმართა მაია ბითაძემ დედაქალაქის მერს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42