„კითხვები ეხებოდა საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტს, სადაც მე, ზვიად კუპრავა და ზაზა სარალიძე ვსადილობდით. მოსამართლეს მსგავსი მოთხოვნა არ დაუყენებია, რითაც აპელირებდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომ თურმე მოსამართლე ითხოვდა ზვიად კუპრავას სასამართლო დარბაზში გამოცხადებას, ეს იყო ერთპიროვნული გადაწყვეტილება კონკრეტული მაღალჩინოსნის და პირადი შურისძიება ზვიადზე“- განაცხადა დავით ლაგვილავამ.
შეგახენებთ, ორი დღის წინ, საქალაქო სასამართლოში, სადაც რუსთაველზე სოლიდარობის აქციისას დაკავებული ზვიად კუპრავას სასამართლო პროცესი იმართებოდა, შესვენების დროს, ზვიად კუპრავა, ზაზა სარალიძე და დავით ლაგვილავა სასამართლოს სასადილოში იმყოფებოდნენ, რა დროსაც მასთან მივიდნენ სამართალდამცავები და განუცხადეს, რომ მოსამართლე ზვიად კუპარავას სასამართლო დარბაზში გამოცხადებას ითხოვდა, მას შემდეგ რაც აღნიშნულმა პირებმა განუცხადეს, რომ სხდომა ჯერ არ იყო დაწყებული, სამართალდამცავებმა ზვიად კუპრავა ძალით წაიყვანეს, მომხდარი დაპირისპირებისას დაზიანდა სასადილოს ინვენტარი. აღნიშნული ინციდენტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
მასალის გამოყენების პირობები






