"ვინც არ უნდა მოისყიდო, შე საცოდავო ჯუჯავ, აუცილებლად ჩამოგაკითხავ და შენი ქონება გადაეცემა ქართველ ხალხს“ - სააკაშვილი ივანიშვილს
პოლიტიკა - 00:54, 13 Jun, 2018     14734
საქართველოს მესამე პრეზიდენტი იმ ვიდეოს ეხმაურება, სადაც მოქალაქე შარდს ისვამს სახეზე და მარნეულის მერს ბოდიშს უხდის.

საუბარია მოქალაქეზე, რომელიც ზაზა სარალიძის მხარდამჭერს აქციაში მონაწილებდა და მან სიტყვით გამოსვლისას მარნეულის მერს აგინა. წყარო ამტკიცებს, რომ სწორედ ამ ქმედებისთვის ის ქართული ოცნების რაიონული ორგანიზაციის წევრებმა დასაჯეს.

მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, ეს კაცი არის საქართველოს სახე.

„არ შემიძლია, არ ვთქვა ორი სიტყვა იმ ვიდეოზე, რაც გავრცელდა, განსხვავებით ბედუკაძის გაყალბებული ვიდეობისა. ცოცხები იყო სიცრუე და შარდი ამ კაცის სახეზე არის ნამდვილი. ეს კაცი არის ასევე სიმბოლო მეორე საქართველოსი. იმ საქართველოსი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი, ბინძური რუსი ოლიგარქი აშარდავს სახეზე ბოლო რამდენიმე წელიწადია, უშვრება თავზე ბოლო რამდენიმე წელიწადია და ხალხმა უნდა თქვას, რომ ეს შარდი კი არ არის, ეს არის ზეციური ცვარი. უკაცრავად, მაგრამ თქვენ ყველას გიშვრებათ თავზე, სახეზეც და ყველგან გაწუწებთ თავის ბინძურ ექსკრემენტებს,“ -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, იგივეს აკეთებს კადიროვი ჩეჩნეთში. მიხეილ სააკაშვილმა გიორგი გახარიას "პუტინის აგენტი" უწოდა. მისი თქმით, ის მოქმედებს რუსული მეთოდებით და ამის დამადასტურებელია გუშინ აქციაზე განხორციელებული დაკავებების სერია.

მისივე თქმით, სასაცილოა, როდესაც ქართული ოცნების ოფისიდან გამოსული დეპუტატები საუბრობენ იმაზე, თითქოს შეხვედრაზე იუნისეფის კვლევებს განიხილავდნენ.

მიხეილ სააკაშვილმა იუსტიციის მინისტრი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის ჰააგის სასამართლოში ცდილობს, დაამტკიცოს, რომ ქართველი სამხედროები არიან დამნაშავეები 2008 წლის აგვისტოს ომში.

„ახლა ჩალიჩობს იმას, რომ ჰააგის სასამართლომ გაამტყუნოს საქართველო,“ - აცხადებს სააკაშვილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებით, იმის გამო, რომ ამ მთავრობას გადადგომა არ შეუძლია, "ხალხმა ის უნდა გადადგას".

„რანაირად არის, რომ ეს ჯაყო გვიშვრება ყველაფერს და მაინც ბოგინობს,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ოქტომბრის არჩევნებზე უნდა დასრულდეს ეს მთავრობა.

„რუსეთმა ჩაგვიტარეს სპეცოპერაცია 2012 წელს. აჩვენეს გაყალბებული კადრები, შეაძულეს მთავრობა და მოგვახვიეს თავზე სრული უუნარობა,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციის გაერთიანების შანსებს, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ამის პრეცედენტი არსებობს და მათ შორის მალაიზიაში, სადაც გაერთიანდნენ ერთმანეთისგან განსხვავებული შეხედულებების ოპოზიციური პარტიები და დაამხეს მოქმედი ხელისუფლების 60-წლიანი მმართველობა.

„ივანიშვილი არის იმდენად სუსტი, რომ ჩვენ ძალიან ფარჩაკები უნდა ვიყოთ, რომ ახლა ივანიშვილმა გვაჯობოს,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, ის საქართველოში დაბრუნდება და ივანიშვილის ქონებას გადასცემს ხალხს.

"ვინც არ უნდა მოისყიდო, შე საცოდავო ჯუჯავ, რა ხრიკებიც არ უნდა მოიგონო ჩემს წინააღმდეგ, აუცილებლად ჩამოგაკითხავ. შენი ქონება გადაეცემა ქართველ ხალხს," -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

წყარო: rustavi2.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42