ისტორიული ხელის ჩამორთმევა - სხეულის ენის ექსპერტმა ტრამპისა და კიმ ჩენ ინის საიდუმლო მესიჯები გაშიფრა
ეს საინტერესოა - 19:29, 12 Jun, 2018     6956



ვუდი მათი სხეულის საიდუმლო მესიჯების გაშიფვრას სულ თავიდან იწყებს - როდესაც ორი ქვეყნის ლიდერები სცენაზე სხვადასხვა მხრიდან წამოვიდნენ. მისი თქმით, მამკაცების მოძრაობის ტემპი „ძალის თანასწორობის“ მაჩვენებელია.

შემდეგ კი ტიპური ტრამპისეული მოქმედება - ხელის პირველად გაწვდენა და ხელისჩამორთმევის დაწყება.

„ის გამოვიდა, როგორც ძლიერი, გაუწოდა ხელი და ოდნავ მოქაჩა, რადგან იმაზე ძლიერი გამოჩენილიყო, ვიდრე არის. ეს მისი საბაზისო ქცევაა.

ბიზნესმენებში, როგორც წესი, ხელის პირველად გაწვდენა, ნაკლებ ძალაუფლებას ნიშნავს. ძალიან საინტერესოა, რატომ იყენებს ამას ტრამპი დომინანტურ ნაბიჯად“ - ამბობს ვუდი.

მეორე მხრივ, მან მარცხენა ხელი აღმართა და კიმ ჩენ ინს ხელი დაუჭირა.

ვუდის თქმით, მსგავს ჟესტებს ხშირად ნახულობს საპრეზიდენტო კანდიდატების დებატებისას.

„საპრეზიდენტო დებატების დაწყებისთანავე შეგიძლია განსაზღვრო, ვინ იქნება გამარჯვებული და ეს ის კანდიდატია ხოლმე, რომელიც ხელის ჩამორთმევისას, ოპონენტს მხარს დაუჭერს“ - აღნიშნავს სხეულის ენის ექსპერტი.

შესაბამისად, შეხვედრის დასაწყისშივე შეგვეძლო გვევარაუდა, რომ ამ შეხვედრაში ტრამპი გამარჯვებულია.

თუმცა, სხეულის ენის ექსპერტი დასძენს, რომ ეს ჟესტი სხვადასხვა კულტურებში სხვადასხვაგვარად აღიქმება.

„ამერიკელები და სხვა დასავლური კულტურის წარმომადგენლები იტყვიან, რომ ტრამპმა გაიმარჯვა. განსხვავებული კულტურის ხალხი კი იტყვის, რომ ის არასტაბილური იყო და უცხო ქვეყნის კულტურის არ ცოდნა გამოავლინა, შესაბამისად, უპატივცემულობაც გამოუვიდა.

პიტი აღნიშნავს, რომ ტრამპის შეხებისას კიმ ჩენ ინმა სიმშვიდე შეინარჩუნა და ურყევად დარჩა.

„აზიურ კულტურაში თავშეკავება ძალაუფლების ნიშანია. ამიტომ, აზიური ქვეყნების დიპლომატები შეხებას თავს არიდებენ.

რაც შეეხება უშუალოდ ხელის ჩამორთმევას, ძალიან დაძაბული იყო. ხელის ჩამორთმევისას მკვეთრი მოძრაობები არ გაუკეთებიათ, ცდილობდნენ, რომელიმეს კონტროლი არ აეღო ამ პროცესზე.

ჩვეულებისამებრ, ტრამპს უყვარს ხელის ჩამორთმევაში ლიდერი იყოს, თავისკენ მოქაჩოს "მოწინააღმდეგე," თუმცა ახლა ასე არ გაუკეთებია. ასევე , მკვეთრად არ ჩანს, ვინ გაუშვა პირველმა ხელი, რაც თანასწორობის ნიშანია. როგორც წესი, ტრამპი მანამ არ ასრულებს ხელის ჩამორთმევას, სანამ სხვა „არ დანებდება,“ რადგან ეთანმხება იმას, რომ ის ვინც, ხელის ჩამორთმევისას პირველი „იბრუნებს“ ხელს, მოწინააღმდეგესთან მარცხდება.

ვუდის თქმით, ეს ხელის ჩამორთმევა ძალაუფლების დიფერენცირება და პასუხისმგებლობების განაწილება იყო.

ტრამპი აქტიური იყო, ესაუბრებოდა კიმს, იყენებდა სხეულის ენას და დომინანტის შთაბეჭდილებას ტოვებდა. თუმცა, შესაძლოა, ეს პირიქით აღიქვან აზიურ კულტურაში, რომელებიც სიმშვიდესა და სიჩუმეს ძლიერებად და პროცესზე კონტროლად აღიქვამენ.

ამიტომ, რთული სათქმელია, ვისი გამარჯვებით დასრულდა ხელის ჩამორთმევა. ფაქტია, ტრამპმა ძლიერ ხელის ჩამორთმევას, არც ისე ძლიერი არჩია.

შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპმა მსოფლიოს, ახალი რეალობის პირობა მისცა.

"ჩემი აზრით, ჩვენი ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობა სრულიად განსხვავებული იქნება იმისაგან, რაც წარსულში იყო და ნახევარკუნძულზეც სრულიად განსხვავებული სიტუაცია იქნება."

ჩვენ შესანიშნავი დღე გვქონდა, ბევრი ვისწავლეთ ერთმანეთის და ჩვენი ქვეყნების შესახებ. მე ახლა ვიცი, რომ ის ძალიან ნიჭიერი კაცია და ძალიან უყვარს საკუთარი ქვეყანა" - განაცხადა ტრამპმა და აღნიშნა, რომ კიმ ჩენ ინს თეთრ სახლში დაპატიჟებს.

თავის მხრივ, დონალდ ტრამპს მადლობა გადაუხადა კიმ ჩენ ინმა შეხვედრისთვის.

"დღეს ისტორიული შეხვედრა გვქონდა. გადავწყვიტეთ, წარსული უკან მოვიტოვოთ. მსოფლიო დიდ ცვლილებებს ნახავს. მინდა მადლიერება გამოვხატო პრეზიდენტ ტრამპის მიმართ, იმისთვის, რომ ეს შეხვედრა შესაძლებელი გახადა" - თქვა კიმ ჩენ ინმა შეხვედრის შემდეგ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42