მმართველი გუნდის შეხვედრა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. დღეს აქტიურად ვრცელდებოდა მოსაზრებები სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით, თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ, მმართველი გუნდის წარმომადგენელთა უმრავლესობამ განაცხადა, რომ შეხვედრაზე იუნისეფის კვლევის შედეგები იქნა განხილული.
ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით კი „შიგადაშიგ საკადრო ცვლილებებზეც იყო საუბარი“:
„შიგადაშიგ საკადრო ცვლილებებზეც იყო საუბარი. წინადადებები და მოსაზრებები იყო ამის თაობაზე, თუმცა განხილვა არ ყოფილა. მათ შორის არც პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე. უმრავლესობის სხდომაზე ყველა საკითხზე ვმსჯელობთ, რაც კი აქტუალურია. საუბარი იყო ეკონომიკურ მაჩვენებლებზე და იმ შედეგებზე, რამაც ჩვენი მოსახლეობის ჭარბვალიანობა გამოიწვია. გვჭირდება ეფექტური ზომები. რომ დავიცვათ მოსახლეობა ამისგან, რადგან ჭარბვალიანობა სიღარიბის ერთ-ერთი მიზეზია”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






