სუს-მა მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადების გამო გამოძიება დაიწყო
პოლიტიკა - 18:01, 12 Jun, 2018     6977
პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სასიკვდილოდ დაჭრილი, 19 წლის თემირლან მაცალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადების საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

საქმე ეხება 31 მაისს პარლამენტთან გამართული აქციისას, მაჩალიკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, "მას სუს-ში თავის აფეთქება ჰქონდა გადაწყვეტილი".

„ნებისმიერი პირის მიერ მსგავსი შინაარსის საჯარო განცხადების შემთხვევაში, ტერორისტული აქტის ჩადენაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვალდებულია, სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს"- უთხრეს "ნიუპოსტს" სუს-ში.

უცნობია რა მუხლით ან როდის დაიწყო გამოძიება.

ცნობისთვის, მალხაზ მაჩალიკაშვილმა მისი ნათქვამი ფრაზა მალევე განმარტა და აღნიშნა, რომ ეს ემოციების გამო თქვა.

"მე ჩეჩენი კაცი ვარ, ქართული კულტურით გაზრდილი. მე სხვა ადამიანებისგან განსხვავებით მიყვარს ეს საქართველო. ორჯერ მომიკლეს შვილი, ჩემთვის მოკვლაზე უფრო მძიმე მისი ტერორიზმში დადანაშაულებაა. ერთი წელი გარეთ არ გამოსულა. ფული შევაგროვე, რომ ოპერაცია გაეკეთებინა და გარეთ გამოსულიყო. ამათ კიდევ საწოლში ჩამიცხრილეს და ტერორიზმში დაადანაშაულეს. ამის მერე კიდევ მეუბნებიან, ეს რატომ თქვიო, ეს განცხადება რატომ გააკეთეო. ამ მუსლიმ კაცს თუ რაღაც წამომცდა, ამაზე კუდი მოაბეს. ეს არ არის კარგი საქციელი. შესაძლოა, ემოციურად გამომივიდა. შესაძლოა, ნებისმიერი ჩემს ადგილას ასე მოქცეულიყო, მაგრამ ეს რომ ჩემს ჩეჩენ ხალხს გაეკეთებინათ ჩემთვის, მე მართლა ავიფეთქებდი თავს და თემირლანს გავაყოლებდი ერთ ათას ადამიანს, მაგრამ მე ქართველ ხალხს არ გავუკეთებ და არც გავუკეთებდი“, - აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42