2015 წელთან შედარებით საქართველოში სიღარიბის დონე გაზრდილია - UNICEF
პოლიტიკა - 13:50, 12 Jun, 2018     1448
UNICEF-ის მიერ ჩატარებული „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა 2017“-ის თანახმად, საქართველოში შემცირდა იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც თავს ღარიბად მიიჩნევენ. მიუხედავად იმისა, რომ 2015 წელთან შედარებით საქართველოში სიღარიბის დონე გაზრდილია, კვლევა არ მოიცავს იმ გარემოებას, რომ 2016 წელთან შედარებით, 2017 წელს სიღარიბის დონე საქართველოში შემცირებულია. 2016 წელს სიღარიბის დონის ზრდა ეროვნული ვალუტის გაუფასურების შედეგად სესხის მომსახურების ზრდას უკავშირდებოდა. ამასთან, შემოსავლების ზრდის და დოლარიზაციის შემცირების პოზიტიური ტენდენციები სრულად აღნიშნულ კვლევაში ასახული არაა.

2015 წელთან შედარებით მონეტარული სიღარიბის ზრდის მიუხედავად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სუბიექტური სიღარიბის მაჩვენებლები, კერძოდ 2015 წელს 38.4 პროცენტიდან სუბიექტური სიღარიბე 33.7 პროცენტამდე შემცირდა, რაც იმას გულისხმობს, რომ მოსახლეობის მიერ სიღარიბის დონის აღქმა შემცირებულია. ეს უკავშირდება რეალური შემოსავლების ზრდას, სამომავლოდ პოზიტიურ მოლოდინებს, რაც აუცილებლად აისახება ხარჯებზე და სიღარიბის მაჩვენებელზე. ამას მოწმობს ოფიციალური სიღარიბის სტატისტიკაც.

აღსანიშნავია, რომ 2015 წელთან შედარებით შემცირებულია მოსახლეობის იმ ნაწილის ხვედრითი წილი, რომელიც მიიჩნევს, რომ მისი ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, ხოლო გაზრდილია მათი ხვედრითი წილი, ვინც თვლის რომ მისი ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა.

2017 წელს ხარჯების სტრუქტურაში მნიშვნელოვანი ტენდენცია ფიქსირდება - 14.8 პროცენტით (რეალურ გამოხატულებაში კი 20.1 პროცენტით) შემცირდა შინამეურნეობების მიერ გაწეული გრძელვადიანი ხარჯები, რაც ნიშნავს სესხის მომსახურების ხარჯებს.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს საბანკო ხარჯები საზოგადოების ყველა ფენისთვის შემცირდა. მათ შორის, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვისაც შემცირდა სესხის მომსახურების ხარჯი. აღნიშნული საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების შედეგია, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად შემცირდა დოლარიზაციის და მოწყვლადობის დონე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42