"აწარმოე საქართველოში“ ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და იძლევა კარგ შესაძლებლობას, ახალი ინვესტიციები განხორციელდეს ჩვენს ქვეყანაში“ - ქუმსიშვილი
პოლიტიკა - 13:44, 12 Jun, 2018     1085

„მილიონნახევარი ლარის ინვესტიცია და ორმოცი ახალი სამუშაო ადგილი - ეს არის სწორედ საწარმო „ალუტექ ჯორჯია“, რომელიც აწარმოებს ეკოლოგიურად სუფთა, მაღალხარისხიან ალუმინის კარ-ფანჯრებს. ჩვენ ვნახეთ ევროპული სტანდარტის საწარმო, რომელიც, პრაქტიკულად, თავიდან ბოლომდე ავტომატიზირებულია და მისი ხარისხი არის უმაღლესი“ - ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში შექმნილი ახალი საწარმოს, „ალუტექ ჯორჯია“-ს ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

„სწორედ ასეთ პროექტებს ქმნის პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომელიც ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ადამიანებს და კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, რომ ახალი ინვესტიციები განახორციელონ ჩვენს ქვეყანაში“ - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

შპს „ალუტექ ჯორჯია“ ალუმინის პროფილისა და მზა კარ-ფანჯრების მწარმოებელი ახალი საწარმოა, რომელიც პროგრამის მხარდაჭერით შეიქმნა. ინვესტიციის ჯამური მოცულობა 1 499 000 ლარს შეადგენს. კომპანიის მიერ აღებული სესხის პროცენტის თანადაფინანსებას ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ახორციელებს. საწარმო თბილისში, ქიზიყის ქ. #24-ში მდებარეობს.

კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ბაზრის მოთხოვნის მიხედვით, მომავალში წარმომადგენლობების გახსნას საქართველოს სხვა რეგიონებშიც გეგმავენ.

„აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, უკვე მხარდაჭერილია 363 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 880 მლნ ლარზე მეტია. აღნიშნული პროექტებით შეიქმნება 14 000- ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი.

რაც შეეხება პროგრამის მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის კომპონენტს, მის ფარგლებში 2015-2017 წლებში მხარდაჭერილია 5 313 პროექტი და დაფინანსებულია 8 412 ბენეფიციარი. „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს მიერ თანადაფინანსების სახით გაიცა 38 მლნ. ლარზე მეტი. დაფინანსებული პროექტების ჯამური საინვესტიციო მოცულობა 50 მლნ ლარამდეა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42