საქართველოში წიაღის სექტორის განვითარებისთვის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა იწყება
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:41, 12 Jun, 2018     1471

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და ეკონომიკის სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნულ სააგენტოს მიერ ერთობლივად დაიწყო სამთო სექტორის შემდგომი განვითარების ახალი ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა.

პროგრამა მიზნად ისახავს სააგენტოს ხელშეწყობას, რომ მან შეიმუშავოს სექტორის პასუხისმგებლიანი პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტები. კონსულტაცია დაემყარება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და სრულ შესაბამისობაში იქნება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებასთან. პროგრამის ხანგრძლივობა 9 თვეა.

წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, მაია ზავრაშვილის განცხადებით, მთავრობის სამოქმედი გეგმაში ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს სამთო-მოპოვებითი სექტორის ფართომასშტაბიანი რეფორმა. "საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ ის მიზნად ისახავს ეფექტურად და დროულად განახორციელოს ყველა საერთაშორისო ვალდებულება, მათ შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მოთხოვნები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამთო სექტორში მსგავსი მასშტაბის რეფორმა ხორციელდება და ჩვენი მიზანია, რეფორმის განხორციელების ყველა ეტაპზე, უზრუნველყოფილი იყოს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება, რათა შედეგად მივიღოთ სამთო-მოპოვებითი სექტორი, რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო მოთხოვნებს, მათ შორის ასოცირების შეთანხმებას“ - აღნიშნა მაია ზავრაშვილმა.

მისივე თქმით, რეფორმის შედეგად ეკონომიკური სარგებლიანობა და საინვესტიციო მიმზიდველობა გაიზრდება, სექტორში დამკვიდრდება კარგი მმართველობისა და საერთაშორისო გარემოსდაცვითი ნორმები, როგორც მოპოვების პროცესის გაუმჯობესების საუკეთესო საფუძველი

ახალი ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა დაფინანსებულია EBRD-ის აქციონერთა სპეციალური ფონდისა და სააგენტოს მიერ. პროექტის განხორციელების პროცესში უზრუნველყოფილი იქნება ყველა დაინტერესებული მხარის აქტიური მონაწილეობა.

წიაღის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შერჩეულია მაღალკვალიფიციური საკონსულტაციო ჯგუფი (Adam Smith International), რომელიც გამოირჩევა სამთო-მოპოვებით სექტორში არსებული შთამბეჭდავი გამოცდილებითა და ავტორიტეტით, რაც პროექტის წარმატების გარანტია იქნება.

"სექტორის პასუხისმგებლიანი პოლიტიკისა და სტრატეგიის ჩარჩოს განვითარებამ მნიშვნელოვნად უნდა შეამციროს ინვესტორის რისკი და გაზარდოს საინვესტიციო კლიმატი, რითაც განაპირობებს პასუხისმგებელი ინვესტორების მიერ მართებული ოპერაციების განხორცილებას" - აცხადებს EBRD- ის სამართლებრივი გარდაქმნის ჯგუფის უფროსი მრჩეველი პოლ მოფატი.

როგორც EBRD-ის წარმომადგენლები აღნიშნავენ, საქართველოს მთავრობისთვის კვლავაც პრიორიტეტულია წიაღით სარგებლობის სფერო და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მოხარულია მხარი დაუჭიროს ამ ინიციატივას სამთო საკითხებზე სპეციალიზებულად მომუშავე სააგენტოსთან ერთად. მათივე განცხადებით, სამთო სექტორის განვითარება საქართველოში EBRD-ის სტრატეგიის ნაწილია.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42