"გადავწყვიტეთ, წარსული უკან მოვიტოვოთ" - ტრამპი-კიმ ჩენ ინის შეხვედრა შეთანხმებაზე ხელმოწერით დასრულდა
მსოფლიო - 13:25, 12 Jun, 2018     3062
ისტორიული შეხვედრა შედგა.


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სინგაპურში, კუნძულ უნძულ სენტოსაზე, სასტუმრო "კაპელაში" შეხვდნენ ერთმანეთს და კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების შესახებ ერთობლივ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.


დონალდ ტრამპის თქმით, ამაში მათ დიდი მომზადება და შრომა ჩადეს და დღევანდელი დღით ძალიან ამაყობს.

"ჩემი აზრით ჩვენი ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობა სრულიად განსხვავებული იქნება იმისაგან, რაც წარსულში იყო და ნახევარკუნძულზეც სრულიად განსხვავებული სიტუაცია იქნება."

ჩვენ შესანიშნავი დღე გვქონდა, ბევრი ვისწავლეთ ერთმანეთის და ჩვენი ქვეყნების შესახებ. მე ახლა ვიცი, რომ ის ძალიან ნიჭიერი კაცია და ძალიან უყვარს საკუთარი ქვეყანა" - განაცხადა ტრამპმა და აღნიშნა, რომ კიმ ჩენ ინს თეთრ სახლში დაპატიჟებს.

თავის მხრივ, დონალდ ტრამპს მადლობა გადაუხადა კიმ ჩენ ინმა შეხვედრისთვის.

"დღეს ისტორიული შეხვედრა გვქონდა. გადავწყვიტეთ, წარსული უკან მოვიტოვოთ. მსოფლიო დიდ ცვილებებს ნახავს. მინდა მადლიერება გამოვხატო პრეზიდენტ ტრამპის მიმართ, იმისთვის, რომ ეს შეხვედრა შესაძლებელი გახადა" - თქვა კიმ ჩენ ინმა შეხვედრის შემდეგ.

მედიაში მათი ხელმოწერილი შეთანხმების ფოტოც გავრცელდა, რომელიც 4 პუნქტს მოიცავს.

1. აშშ და ჩრდილოეთ კორეა იღებენ ვალდებულებას, დაამყარონ ახალი ამერიკულ-ჩრდილო კორეული ურთიერთობები, მშვიდობისა და ორივე სახელმწიფოს აყვავების სურვილის შესაბამისად.

2. აშშ და ჩრდილოეთ კორეის დემოკრატიული რესპუბლიკა ერთობლივად იმუშავებენ კორეის ნახევარკუნძულზე ხანგრძლივი და სტაბიულური მშვიდობიანი რეჟიმის შესაქმნელად.

3. მხარეები ამტკიცებენ 2018 წლის 27 აპრილის ფხანმუნჯომის დეკლარაციას, სადაც ჩრდილო კორეა კორეის ნახევარკუნძულის სრული ბირთვული განიარაღების ვალდებულებას იღებს.

4. აშშ და ჩრდილოეთ კორეა იმუშავებენ ომის ტყვეთა ნეშტების აღმოჩნაზე და ამოცნობილთა დაუყოვნებლივ რეპატრიაციაზე.

დოკუმენტის დასკვნით ნაწილში ხაზგასმულია სინგაპურის „ეპოქალური“ შეხვედრის ისტორიული მნიშვნელობა, რომელიც „ახალ მომავალს უხსნის კარს“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42