შესაძლო სამთავრობო ცვლილებები - რას ამბობენ "ქართულ ოცნებაში"
პოლიტიკა - 11:43, 12 Jun, 2018     3890
მედიაში გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით, მმართველი პოლიტიკური გუნდი სამთავრობო ცვლილებს გეგმავს. მეტიც, გარკვეული გამოცემები კონკრეტულ თარიღსაც ასახელებენ და ამბობენ, რომ სამთავრობო ცვლილებები შესაძლოა, დღეს განხორციელდეს.

„პირველი რადიოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობას დატოვებს, მასთან ერთად, მინისტრთა კაბინეტს დატოვებენ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე.

გამოცემის ინფორმაციით, პრემიერის მოვალეობას ვიცე-პრემიერი და შს მინისტრი გიორგი გახარია შეასრულებს. პირველი ვიცე-პრემიერი კი ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე გახდება. რამდენიმე დღეში კი პარლამენტი უკვე ახალი, გახარიას მინისტრთა კაბინეტს დაამტკიცებს.

შესაძლო სამთავრობო ცვლილებებია განხილვის მთავარი თემა პარლამენტშიც. ეკა ბესელია ჟურნალისტებს ურჩევს, „ნუ გავუსწრებთ მოვლენებს“.

„ახლა ვერანაიარ კომენტარს ვერ გავაკეთებ. გვექნება შეხვედრები, სამუშაო ფორმატი. ახლა არანაირი ინფორმაცია სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით არ შემიძლია დაგიდასტუროთ... ნუ გავუსწრებთ მოვლენებს “, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე კი აღნიშნავს, რომ „მთავრობაში ნებისმიერი ცვლილება მოემსახურება იმას, რომ გაუმჯობესდეს ადამიანის უფლებების მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში“.

"ყველა გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი გუნდის მიერ, დარწმუნებული ვარ, მოემსახურება ზოგადად, ქვეყანაში სიტუაციის გაუმჯობესებას. ჯერჯერობით არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის არაფერია ცნობილი, თუმცა სამომავლოდ ყველა ცვლილება მოემსახურება იმას, რომ გაუმჯობესდეს ადამიანის უფლებების მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა კილაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42