"საქართველოს შინამეურნეობების შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა" - UNICEF
პოლიტიკა - 11:48, 12 Jun, 2018     1372
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის 2017“ თანახმად, 2017 წელს, 2015 წელთან შედარებით, საქართველოს შინამეურნეობების შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა და 771.9 ლარი შეადგინა.

შემოსავლების მატება, ძირითადად, სახელფასო და თვითდასაქმებულების შემოსავლების ზრდამ გამოიწვია. დაფიქსირდა ტენდენცია, რომ ადგილობრივი შინამეურნეობები ნაკლებად დამოკიდებული ხდებიან უცხოეთიდან გადმორიცხულ ტრანსფერებზე და მეტ შემოსავალს სწორედ საკუთარი შრომიდან იღებენ, რაც ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მიანიშნებს. შრომის ანაზღაურების მატება ნიშნავს მეტ განკარგვად შემოსავალს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე გაიზარდა სოციალური დახმარების მოცულობაც.

კვლევის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ნომინალურ გამოხატულებაში 31 პროცენტით გაიზარდა სახელფასო შემოსავლები. ის 95 ლარით გაიზარდა და 403 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ საერთო შემოსავლების მატებაში უშუალოდ ხელფასის ზრდამ ნომინალურ ზრდაში 15.6 პროცენტი შეადგინა.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა თვითდასაქმებიდან მიღებული შემოსავლები. მატებამ 51 ლარი შეადგინა და 147 ლარი შეადგინა. მისი წვლილი შემოსავლების ნომინალურ ზრდაში 8.4 პროცენტულ პუნქტს, ხოლო რეალურ ზრდაში 6.9 პროცენტულ პუნქტს შეადგენდა.

კვლევის თანახმად, 30 ლარით გაიზარდა სოციალური გასაცემლები და 173 ლარი შეადგინა. აღნიშნული გარემოება მიანიშნებს მთლიან საბიუჯეტო ხარჯებში სოციალური მიმართულების ზრდას ქვეყნის შემოსავლების გადანაწილების კუთხით.

კვლევის თანახმად, ქვეყნის ბიუჯეტი გახდა უფრო მეტად სოციალური და სიღარიბის დაძლევაზე ორიენტირებული. მაღალი სოციალური გასაცემლების წვლილი იმაზე მიუთითებს რომ უღარიბესი მოსახლეობისათვის სახელმწიფოს მიერ გაწეული დახმარება გაიზარდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42