"რას ლაპარაკობთ ხალხო, ამის დროა?" - ნიკა მელია ელისაშვილს, უსუფაშვილს და ბაქრაძეს მიმართავს
პოლიტიკა - 20:19, 11 Jun, 2018     4037
პარლამენტთან აქციაზე საქართველოს პარლამენტის წევრი ნიკა მელია მივიდა, ნიკა მელიამ ზვიად კუპრავასთვის პატიმრობის მისჯას გამოეხმაურა და ოპოზიციურ პარტიებს მიმართა. ნიკა მელიას თქმით, იმის ნაცვლად, რომ ოპოზიციური პარტიები სარალიძესა და მაჩალიკაშვილს დაუდგნენ გვერდით, იმ ადამიანებს აკრიტიკებენ, რომლებიც შვილმოკლულ მამებს სიმართლის გარკვევაში ეხმარებიან.

„მივმართავ ოპოზიციურ პარტიებს, რომელთაც ეთაკილებოდათ ბატონ კუპრავასთან ერთად პროტესტის გამოთქმა, ეს ის ადამიანია, რომელმაც ეს საქმე გახსნა და პირველი დღიდანვე სარალიძეებს გვერდში ედგა. გამოდიან ზოგიერთი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და თურმე მათთვის ის ყოფილა მნიშვნელოვანი როგორი კომიკური გამოსვლა ქონდა თურმე ამა თუ იმ აქციაზე. ეს არის მთავარი? ჩვეულებრივი დამნაშავე სისტემაა, ოლიგარქი და ოლიგარქატი უნდა ჩამოინგრეს, ესენი ყველაფერზე წამსვლელები არიან. ადამიანი, რომელიც თქვლეფს, თქვლეფს ამ ფულს და ხალხის ხარჯზე შოულობს იმაზე მეტს, რაც კი სიზმარში წარმოედგინა.

დააკავეს ხალხი, ვინც სარალიძესა და მაჩალიკაშვილს გვერდში ედგა დღეების განმავლობაში და მკვლელები და მკვლელების მფარველები შესაძლოა მე მისმენენ ახლა. ბატონი გახარია არის ყველაზე მძიმეწონიანი დამანაშავე დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით და ეს ადამიანი აუცილებლად აგებს პასუხს.

რა უნდა გავაკეთოთ? ეს არ არის ერთი-ორი აქცია, ეს არის სამოქალაქო პროტესტი და ამას ყველანი ვხედავთ, ეს პროტესტი მოედება მთელ საქართველოს მანამ, სანამ სიმართლე არ გაიმარჯვებს. ყველას ვეუბნები, ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერებს, მათ შორის ენმ-ს მხარდამჭერებსაც, ბიძინა ივანიშვილმა სარალიძესთან და მაჩალიკაშვილთან ორთაბრძოლის დონე იმ სიმაღლეზე აიყვანა, რომ აქ ეს ორი შვილმოკლული მამა ვერაფერს გახდება, ჩვენ უნდა ვიდგეთ მათთან, მივმართავ გვარებით, ბატონი ელისაშვილი, რომელსაც თურმე ეთაკილებოდა. ალეკო გამოდი და დადექი, შენ დაგიჭირონ, შენ იბრძოლე, შენ ჩაგარტყან თავში, შენ დაეხმარე, ბატონ უსუფაშვილს მივმართავ, იგივე გააკეთეთ თქვენც, რას ლაპარაკობთ ხალხო, ამის დროა? განცდა მაქვს რომ არიან პოლიტიკურ კონკურენციაში შემოსულები და რა განცხადებებს აკეთებენ? არ დამთავრდება ეს პროცესი ისე როგორც ქართულ ოცნებას უნდა, დამთავრდება ისე, როგორც არ უნდა ოლიგარქს და როგორც უნდა მაჩალიკაშვილს, სარალიძეს და ქართველ ხალხს. ბრძოლა გაგრძელდება ყოველდღიურ რეჟიმში და აზვირთდება. ბატონ ბაქრაძეს მინდა მივმართო, აქ ვნახე ევროპული საქართველოს წევრები, მაგრამ პარტიის ლიდერი არა. ბატონო დავით ახლა იმისი დროა, რომ ერთი ოპოზიციუირი პარტიის თავმჯდომარე, მეორე ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეს წარუდგენდეთ გენპროკურორის თანამდებობაზე, იმ ხელისუფლებას, რომელმაც ეს ამბები დაატრიალა? ერთხელ არ მინახავს ბაქრაძე. გამოდით ხალხო გამოდით, ეს არ არის 2-4 დღიანი პროცესი. ნუღა გაგიკვირდებათ, რატომ არის იქ მელია და ზალიკო უდუმაშვილი, ე.ი თქვენი ნარატივით, ჩვენც უნდა წავიდეთ და დავუტოვოთ საჯიჯგნად მაჩალიკაშვილი და სარალიძე ქართულ ოცნებას? ხომ დარწმუნდით რაზეა ეს ხელისუფლება წამსვლელი, ერთადერთი იმას ვდარდობ, რომ არ ვიყავი აქტიურად და საჯაროდ აქამდე ჩართული. გინდათ რომ მართლა გააგიჟოთ ან თავი მოაკვლევინოთ ამ ხალხს? ისე არ იფიქროთ რომ თქვენს გარეშე სიმართლე ვერ გაიმარჯვებს, მაგრამ ნუ ამუნათებთ იმ ადამიანებს ვინც გვერდით უდგათ, კუპრავაა ოთო კახიძის ასაგდები? “- განაცხადა ნიკა მელიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42