დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი სამიტამდე ორი დღით ადრე ჩავიდნენ სინგაპურში და ოფიციალურ პირებთან მართავენ ცალ-ცალკე შეხვედრებს.
მანამ კი, აღმოჩნდა, რომ კიმ ჩენ ინმა სინგაპურში საკუთარი ტუალეტი ჩაიტანა და თურმე ეს ყველგან თან დააქვს.
როგორც აღმოჩნდა, პორტატული ტუალეტის გარდა, კიმ ჩენ ინს მოგზაურობისას თვითმფრინავში ან მატარებელში მუდამ არის საკვები განყოფილება, პორტატული ტუალეტი და მანქანა .
როგორც „ინდეფენდენთი“ წერს, ამას იმით ხსნიან, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის განავალი მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას შეიცავს, რაც ბუნერბივია, საიდუმლოა, ამიტომაც მის განავალს უცხო ქვეყანაში ხომ ვერ დატოვებენ.
მართალია, ტუალეტი ამჯერად ვერ მოხვდა ფოტოგრაფების იბიექტივში, მაგრამ სამხედრო ბაზაზე გადაღებულ ფოტოზე ის ნათლად ჩანს. დიახ, მას ქვეყნის შიგნით გადაადგილებისასაც დაატარებს.
მასალის გამოყენების პირობები






