„დაკავებიდამ ერთ საათში აღმოაჩინეს, რომ ვიყავი პარლამენტის წევრი, ვითომ არ იცოდნენ და დაუყოვნებლივ მომხსნეს ხელბორკილები, გამოვედი, გავაჩერე ტაქსი და ვარ ახლა აქ. მაგრამ ეს არ არის მთავარი, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი არის ყველაფერზე წამსვლელი, დილიდან დანაშაული დანაშაულზე ხორციელდება. ისაუბრეს, რომ ეს იყო განრიდება, როგორც რუსთაველის თეატრიდან გამოსავენებენ ამაგდარ მსახიობს, ისე ამიყვანა ხელში 30-მა კაცმა და მანქანაში ჩამტენა. ამას თუ განრიდება ჰქვია.... ხალხი არის პატიმრობაში უკანონოდ წლების განმავლობაში, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა. ახლაც არის ხალხი გატაცებული, რომლებსაც ვერ ვპოულობთ. ეს იყო დარბევა. ჯერ თურმე შვილმოკლულ მამებს არ ქონიათ პროტესტის უკიდურესი ფორმისთვის მიემართათ და კარვები დაეცათ რუსთაველზე და ხელისუფლებას ქონია უფლება, რომ მტკიცებულებები გაანადგუროს და მკვლელები არ დასაჯოს.“- განაცხადა ნიკა მელიამ.
მისი თქმით, ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად, საბოლოოდ ეს პროცესები საზოგადოების გამარჯვებით დასრულდება.
„ჩამოშლილია ხელისუფლება, წარმოდგენა არ აქვს რას აკეთებს, ნახეთ რა მობილიზებაა პოლიციის, საპატრულო პოლიციის მნიშვნელოვანი ნაწილი გადაცმულია, სპეცრაზმელებს გადააცვეს პატრულის ფორმა.“-აღნიშნა მელიამ, მისი განცხადებით დაკავებისას მთელი აქცენტი იყო იმაზე გადატანნილი, რომ მისთვის ტელეფონი წაერთვათ. ნიკა მელიას თქმით, ის იძულებული გახდა ტელეფონი გადაეგდო, რომელიც რამდენიმე საათის შემდეგ დაიბრუნა.
მასალის გამოყენების პირობები






