„ჩვენ ვნახეთ რამდენი პოლიციელი იყო და ახლაც არის მობილიზებული აქ ეს იყო შეტევა პარლამენტის დეპუტატებზე და მოქალაქეების წინააღმდეგ. მეც ვიდექი როგორც რიგითი ადამიანი, რომ აქციებს მხარს ვუჭერ, როგორც ოთხი შვილის მამა მას შემდეგ კი რაც დავინახე, რომ ნიკა მელიაზე ძალადობდნენ პირდაპირი მნიშვნელობით ახრჩობდნენ და პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა უფლებების გადამეტებას. პოლიციელბს უბრალოდ მოვუწოდე, რომ არ დაეხრჩოთ ეს ადამიანი ფაქტობრივად მეტის არც არაფრის თქმა და განმარტება არ მაცადეს უკნიდან ვიღაც მომეპარა და სამწუხაროდ სახეზე არც დამინახავს წამიჭირეს ყელში და ყველამ კარგად ნახეთ კადრები რამდენიმე პოლიციელმა ამიყვანა ხელში, ჩამსვეს საპატრულო პოლიცის მანქანაში ისე, რომ არანაირი განმარტება თუ რატომ მაკავებდნენ არაერთხელ ვთხოვე, რომ განემარტათ თუ რატომ მაკავებდნენ და ჩამსვეს მანქანაში. დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში ალექსანდროვის ბაღთან პატრულის თანამშრომლბს ვყავდი გაჩერებული და სატელეფონო ზარებით არკვევდნენ სად უნდა წავეყვანეთ ხოლ ოამის შემდეგ მიიღეს სატელეფონო დავალება, რომ გადავეყვანე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში, სადაც მისულს მითხრეს, რომ ხელწერილით მათავისუფლებდნენ და რომ დღეს უნდა გამოვცხადდე ჩუღურეთის რაიონის პოლიციაში. სხვა არანაირი განმარტება არ ყოფილა ჩემ დაკავებასთან დაკავშირებით, ის მითხრეს მხოლოდ, რომ თურმე პოლიციისთვის შეურაცხყოფა მიმიყენებია და წინააღმდეგობა გამიწევია. მე მოვითხოვ, რადგან ტელევიზიებიც იქ იყვნენ. პატრულის ძალიან ბევრი თანამშრომელი იქ იყო და მათ უნდა ჰქონდეთ ჩანაწერები და ეს აუცილებად უნდა წარმოადგინონ თუ ერთი სიტყვაც არის ჩემგან ცუდად ნათქვამი მე მოვიხდი საჯაროდ ბოდიშსს მაგრამ თუ ეს ყველაფერი ვერ წარმოადგინეს მე ამ ადამიანებს აუცილებლდ ვუჩივლებ, რათა მიეცენ პასუხისგებაში“- განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






