ოპოზიცია შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტის წინ მომხდარის გამო პარლამენტში იბარებს და გიორგი გახარიასგან განმარტებებს მოითხოვს.
„გაიტაცეს დეპუტატი და თქვენ ამბობთ რომ ეს განრიდება შეიძლება იყოს 24 საათის განმავლობაში? ვინ დაადგინა განრიდების დროის საზომი? რატომ იყო თქვენთან შს მინისტრი?-იმიტომ რომ ამ სიტუაციიდან გამომძვრალიყავით,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.
მის საპასუხოდ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აქციის მონაწილეთა შორის იმყოფებოდნენ ძებნილი პირებიც. რაზეც რომან გოცირიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს უპასუხა, რომ ამჯერად სამართალდამცავებმა ნარკოტიკების ნაცვლად, აქციის მონაწილეებს ძებნილები ჩაუდეს.
„ჩვენ ვიცოდით, რომ თქვენ ნარკოტიკებს უდებდით. ახლა ორი ძებნილი ჩაუდეთ კარავში ხო?! ე.ი. თქვენ ნარკოტიკების ჩადების პრაქტიკიდან გადახვედით ძებნილების ჩადების პრაქტიკაზე,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






