„შს მინისტრისგან მივიღე განმარტება, რომ მოხდა ნიკა მელიას არა დაკავება, არამედ განრიდება“- ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა - 18:56, 11 Jun, 2018     2775

„მოხდა განრიდება იმისთვის, რომ ეს ქმედება არ გადაზრდილიყო რაიმე სხვა ტიპის სამართალდარღვევაში - მოხდა გადაყვანა სხვა ლოკაციაზე და ნიკა მელია მყისიერად იქნა გათავისუფლებული ამ ინცინდენტის შემდეგ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტის წევრის, ნიკანორ მელიას მიმართ განხორციელებული ქმედების შესახებ განაცხადა.

მომხდარს ირაკლი კობახიძე პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გამოეხმაურა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დეპუტატის მიმართ განხორციელებული ქმედებასთან დაკავშირებით განმარტება შინაგან საქმეთა მინისტრისგან მიიღო.

„მინდა, გამოვეხმაურო პარლამენტის წევრის მიმართ განხორციელებულ ქმედებას. როგორც მოგეხსენებათ, საქმე ეხება ნიკა მელიას. მე დავინტერესდი მყისიერად, მომხდარით, დავუკავშირდი შინაგან საქმეთა მინისტრს, გვქონდა მასთან შეხვედრა და მივიღე განმარტება ამ საკითხთან დაკავშირებით, დეტალებთან დაკავშირებით. საქმე იყო შემდეგში: ადგილი ჰქონდა შემთხვევის ადგილზე სამართალდარღვევას ანუ კანონის მოთხოვნათა დარღვევას, იყო გარკვეული ქმედებები განხორციელებული შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა მიმართ და იმისთვის, რომ აღკვეთილიყო სამართალდარღვევა, საჭირო იყო პარლამენტის წევრის განრიდება ადგილიდან. მე დავინტერესდი, ადგილი ჰქონდა თუ არა დაკავებას, განმარტება მივიღე ასეთი, რომ მოხდა განრიდება იმისთვის, რომ ეს ქმედება არ გადაზრდილიყო რაიმე სხვა ტიპის სამართალდარღვევაში. განრიდება მოხდა, მოხდა გადაყვანა, შესაბამისად, სხვა ლოკაციაზე, ეს იყო ერთერთი განყოფილება და მყისიერად იქნა ბატონი ნიკა მელია გათავისუფლებული ამ ინცინდენტის შემდეგ. ასეთი განმარტება მივიღე შინაგან საქმეთა სამინისტროსგან“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

რაც შეეხება თბილისის საკრებულოს წევრებს, ირაკლი კობახიძის თქმით, პარლამენტი ყველა დეტალით დაინტერესდება.

„ყველა დეტალით დავინტერესდებით. ძალის გამოყენება არის, ზოგადად, ხელისუფლების პრეროგატივა, მთავარია, არ მოხდეს ძალის არათანაზომიერი გამოყენება და ბუნებრივია, ამ კუთხით ჩვენ დავინტერესდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გვექნება კომუნიკაცია და ამის საფუძველზე გაირკვევა დეტალები. კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, პროტესტი არის ყველას უფლება, ეს არის კონსტიტუციური უფლება, მთავარია, პროტესტის გამოხატვისას არ გავცდეთ ჩვენ კანონის მოთხოვნებს, ეს არის ერთ მხარეს მნიშვნელოვანი, მეორე მხარს არის მნიშვნელოვანი ის, რომ ძალის გამოყენებისას არ დაირღვეს თანაზომიერების პრინციპი - ამ პროცესებს, ჩვენ, პარლამენტის კუთხით, რა თქმა უნდა, დავაკვირდებით“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42