„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვს. სალომე სამადაშვილის განცხადებით, პარლამენტის წინ დღეს განვიტარებული მოვლენებით საქართველოს კონსტიტუცია დაირღვა:
„მინდა პირველ რიგში განვაცხადო ის, რომ დაირღვა საქართველოს კონსტიტუცია, დაირღვა პარლამენტის რეგლამენტი და მოვუწოდებ ირაკლი კობახიძეს, დაუყოვნებლივ შეკრიბოს პარლამენტის ბიურო, რომ ვიმსჯელოთ იმაზე, რაც დღეს მოხდა. მეორე, გადადგეს დაუყოვნებლივ გახარია, რომლის დაქვემდებარებაში მყოფმა ადამიანებმაც, უკვე დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს კანონი. ივანიშვილის ხელისუფლება გავიდა კონსტიტუციური ველიდან ამ ქვეყნის მართვის, ჩვენ დაუყოვნებლივ ვაცნობებთ საერთაშორისო თანამეგობრობას. ხვალ მოწვეულნი არიან ყველა საელჩოს წარმომადგენლები ჩვენთან შესახვედრად და ჩვენ მათ ვაცნობებთ, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არღვევს უკვე არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას, არამედ ყველა საერთაშორისო ვალდებულებას, რომელიც აღებული აქვს, იმიტომ, რომ პარლამენტის ხელშეუხებლობა, ეს არის სწორედ საერთაშორისო ნორმებით დადგენილი ფაქტი და საპარლამენტო იმუნიტეტი არსებობს შესაბამისი მიზეზებისთვის. დღეს 6 საათზე ჩვენ ვგეგმავდით, რომ შევკრებილიყავით ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად, მაგრამ დღეს ეს შეკრება აღარ არის მხოლოდ ამ ადამიანების დახმარება, ჩვენ უნდა შევიკრიბოთ იმისთვის, რომ დავიცვათ დემოკრატია, შესაბამისად მინდა მოვუწოდო ყევლა ოპოზიციურ პარტიას, შემოგვიერთდით“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






