"ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს" - თეონა ჭალაძე მოსახლეობას ზაზა საალიძის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს
პოლიტიკა - 15:47, 11 Jun, 2018     3750
"ახალი საქართველოს" სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე განცხადებას ავრცელებს. თეონა ჭალიძე, მოსახლეობას ზაზა საალიძის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

"ასიათასობით ქართველი იძულებული გახდა დაეტოვებინა საქართველო და ემიგრაციაში წავიდა, 3 700 000 დავრჩით, მაგრამ ერთობლივად ხმა არ ამოგვიღია!

მილიონი ადამიანი სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონეა. ნახევარ მილიონზე მეტი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს და სახელმწიფოსგან საარსებო შემწობის სახით მაქსიმუმ 60 ლარს ძლივს იღებს და ესეც რომ სახვეწარია, არც ამაზე არ ამოგვიაღია ხმა ერთობლივად!

საარსებო შემწეობა რომ საარსებო მინიმუმის მესამედია, პენსია რომ 180 ლარია, ვეტერანების დახმარება 22 ლარი, დევნილების დახმარება 45 ლარი, შშმ პირების დახმარება 100 ან 180 ლარი და ადამიანები წამლის ყიდვას ვერ ახერხებენ, არც ამაზე ამოგვიღია ხმა ერთობლივად!

ათიათასობით ადამიანი რომ უფასო სასადილოების საჭმლის იმედადაა და ათიათასობით ბენეფიციარი, რომ ამ სასადილოების რიგშია და ვინმეს გარდაცვალებას ელოდება, რომ საჭმლის რიგმა მოუწიოს, სასადილოში კვებისთვის, ერთ ადამიანზე დღიურად 1,18 ლარი რომაა გამოყოფილი, არც მაგაზე არ ამოგვიღია ხმა ერთობლივად!

კონსტიტუცია რომ თავზე გადაგვახიეს, პოლიტიკური ნიშნით რომ გვდევნიდნენ, ხალხის ფულს რომ ჯიბეში იდებდნენ, თავიანთ კომფორტზე რომ ზრუნავდნენ მხოლოდ, მანქანების ფერებს რომ არჩევდნენ, ხელფასებსა და პრემია-დანამატებს რომ არ იკლებდნენ და ხალხი რომ ფეხებზე ეკიდათ, არც მაშინ ამოგვიღია ხმა ერთობლივად!

ტერორისტები, რომ გამოაზამთრეს და ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ისე დაგეგმეს, მოსახლეობის სიცოცხლე საფრთხეში დააყენეს და მხოლოდ მაშინ მოეგნენ გონს, როდესაც ერთი სპეცრაზმელი გმირულად შეეწირა ამ ოპერაციას, არც ამაზე ამოგვიღია ხმა ერთობლივად!

მცოცავი ოკუპაცია რომ გრძელდება და ოკუპანტები ყოველდღე მობობღავენ ჩვენს მიწაზე, ჩვენს მოქალაქეებს რომ იტაცებენ, აწამებენ და კლავენ, როგორც არჩილ ტატუნაშვილი და ცხედრის გადმოცემაზეც რომ გვახვეწნინეს და თან შინაგანი ორგანოებიც ამოაცალეს, არც ამ დროს არ ამოგვიღია ხმა ყველას ერთად!

მაგრამ ახლა, როცა ოჯახებში გვივარდებიან და მძინარე ადამიანებს კლავენ, როცა ბავშვებს დღისით, მზისით ჩეხავენ და მკვლელები დასეირნობენ, ხელისუფალნი კი დანაშაულს ფარავენ და შვილმკვდარი მშობლები სამართალს ვერ პოულობენ, იქნებ ახლა მაინც ყველამ ერთად ამოვიღოთ ხმა და ერთად დავდგეთ!

ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს, დანაშაული ახლა ჩაიდინა თუ წლების წინ, რა მნიშვნელობა აქვს ვინაა მთავრობაში. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ!

სანამ თქვენ გამხდარხართ უსამართლობის მსხვერპლი, სანამ თქვენც შეგხებიათ მსგავსი ტრაგედია, მანამდე გამოდით და დაუდექით ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს გვერდზე! ისინი თავიანთ შვილებს ვეღარ გააცოცხლებენ, ისინი ახლა ჩვენი შვილების სიცოცხლისთვისაც იბრძვიან!"- ნათქვამია განცხადებაში





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42