თბილისში, პარლამენტის წინ გაშლილ კარვებში ექვსი პირის დაკავების ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა, განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებული 6 პირიდან ერთი ძებნილია და ერთიც - პირობითი მსჯავრის მქონე.
აღნიშნულ განცხადებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია გამოეხმაურა, მელიას თქმით, აღნიშნული პირები კარავში შეგზავნილი სუს-ის აგენტები იყვნენ:
„ჩემი ინფორმაციით 23 ადამიანი არის დაკავებული და სასაცილო ინფორმაცია მოვისმინე, რომ თურმე ძებნილი იმალებოდა კარავში, წლების განმავლობაში რომ იძებნება თურმე, ვინ შეჭამს ამ ტყუილს? შეუგზავნეს სუს-ის აგენტი, რომელმაც მოახდინა კამათისა და ჩხუბის პროვოცირება, ზაზა სარალიძე ამ დროს იყო უკვე საქალაქო სასამართლოში, მალხაზ მაჩალიკაშვილის განეიტრალება მოახდინეს და შეცვივდა ასობით პოლიციის თანამშრომელი და მოხდა ის, რაც მოხდა“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






