ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და კომპანია Global Maritime Consultants Group-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა
პოლიტიკა - 14:56, 11 Jun, 2018     1194

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა ხელი მოაწერა კომპანია Global Maritime Consultants Group-თან ხელშეკრულებას გენერალური აგენტირების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს დროშის ქვეშ ხარისხიანი გემების მოზიდვას. კომპანია Global Maritime Consultants Group ოპერირებს მსოფლიოს 17 ქვეყანაში 70 წარმომადგენლობითი ოფისით.

ხელმოწერის ცერემონია ქ. ათენში საქართველოს საერთაშორისო საზღვაო გამოფენა “POSIDONIA 2018’’-ის ფარგლებში გაიმართა, რომელშიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით 2018 წლის 4-8 ივნისს საქართველოს საზღვაო ინდუსტრია მასშტაბური ეროვნული პავილიონით წარსდგა. მსოფლიო საზღვაო ინდუსტრიის დავოსად ცნობილ, უმსხვილეს გამოფენა პოსიდონია 2018 -ზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, საქართველოს საზღვაო ინდუსტრიის სხვადასხვა წარმომადგენლებთან ერთად, საგამოფენო სივრცეში 75 კვ.მ პავილიონით იყო წარმოდგენილი.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი მსოფლიოში უმსხვილეს გემთმფლობელთა ასოციაციის "ბერძენ გემთმფლობელთა ასოციაცია" პრეზიდენტ თეოდორე ვენიამინს შეხვდა. შეხვედრისას თამარ იოსელიანმა ბატონ ვენიამისს გადასცა საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის მოწვევა საქართველო საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე. როგორც თეოდორე ვენიამისმა აღნიშნა, ტრადიციულად ბერძენი გემთმფლობელები საქართველოს საზღვაო დროშითა და ზოგადად საქართველოს საზღვაო პოტენციალით დაინტერესებულნი არიან.

ღონისძიების ფარგლებში ასევე, გაიმართა მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები როგორც უცხოურ პრესასთან, ისე მსხვილ გემთფლობელებთან და საზღვაო სფეროს სხვა წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე განხილულ იქნა საქართველოს საზღვაო სექტორის პოტენციალი, ქართველი მეზღვაურების დასაქმების საკითხი, უცხოური გემთფლობელების საკუთრებაში არსებული გემების დარეგისტრირება ქართული დროშის ქვეშ და საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი GIMF2018, რომელიც გაიმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის პატრონაჟით ქ. ბათუმში 12-14 სექტემბერს.

POSIDONIA2018 წარმოადგენს მსოფლიო საზღვაო ინდუსტრიაში ყველაზე ცნობად და მნიშვნელოვან ღონისძიებას. გამოფენა ტარდება 2 წელიწადში ერთხელ, სადაც მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ქვეყნის საზღვაო ხელისუფლებები, ნავსადგურები, ტერმინალები, სანაოსნო კომპანიები და სხვა საზღვაო ინდუსტრიის წარმომადგენლები. 1969 წლიდან, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ POSIDONIA 1,9000-მდე მონაწილეს აერთიანებს 92 ქვეყნიდან და წარმოადგენს საერთაშორისო მასმედიის დიდი ინტერესის საგანს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42