„აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გაცემული დახმარება ღირს იმ შედეგად, რასაც დღეს ვხედავთ” - დიმიტრი ქუმსიშვილი
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:23, 11 Jun, 2018     1792

საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს შპს „ტიფლის ტექსტილი“ ოფიციალურად გახსნა - საწარმო სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით სარგებლობს.

დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად, საწარმოს მუშაობას გაეცნო სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, შპს „ტიფლის ტექსტილს“ საწარმოს ასაშენებლად თბილისში, 9492 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა გადაეცა ტერიტორიაზე, რომელიც მანამდე არანაირი ინფრასტრუქტურა არ არსებობდა და უფუნქციო იყო.

აღსანიშნავია, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით კომპანია „ტიფლის ტექსტილმა“ საწარმო თანამედროვე ხარისხის მანქანა-დანადგარებით აღჭურვა. პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში თითქმის 190 000 ლარის თანადაფინანსება მოხდა სახელმწიფოს მხრიდან.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, წინდების მწარმოებელი საწარმო პროგრამის ორი კომპონენტით სარგებლობს - ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერით.

„ეს დახმარება ღირს იმ შედეგად, რასაც დღეს ვხედავთ - ევროპის უმაღლესი სტანდარტით აღჭურვილ საწარმოს, რომელიც დღეს უკვე აწარმოებს ქალის, მამაკაცისა და ბავშვების წინდებს, რომელსაც აქვს უმაღლესი ხარისხი. დღეისთვის საწარმოში ჯამურად უკვე 6 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიციაა განხორციელებული“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საწარმოში პირველ ეტაპზე უკვე 50 ადამიანია დასაქმებული, მეორე ეტაპზე კი სულ მცირე ამდენივე სამუშაო ადგილი დაემატება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„ტიფლის ტექსტილს“ მიერ წარმოებული პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე ძალიან მოთხოვნადი იქნება, გამომდინარე მისი ხარისხიდან და მეორე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია - პროდუქცია განკუთვნილია ექსპორტისთვის, რაც, რა თქმა უნდა, შეამცირებს ჩვენს საგადასახადო ბალანსს და ქვეყანაში მეტ ვალუტას შემოიტანს“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42