დაძაბულობა რუსთაველის გამზირზე - სამართალდამცავებმა გზის სავალი ნაწილიდან კარვები პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიტანეს. „ერთიანი ანციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ იმ ოპოზიციონერებს მიმართა, რომლებიც პოლიტიკურად მართულ პროცესს უწოდებენ მიმდინარე აქციას.
„მივმართავ ყველა იმ ოპოზიციურ პარტიას, რომლებზეც აპელირებენ დილიდან „ქართული ოცნების“ დეპუტატები. გამოდით, ხალხო, შვილმოკლული მამები არიან და მერე არ თქვათ, რომ აქ ზალიკო უდუმაშვილი იყო და ნიკა მელია. ვიქნები, მაგრამ თქვენ სად ხართ? გაიღვიძეთ, ხალხნო, და ადექით ლოგინებიდან. გამოდით და მოეშვით სისულელეების ლაპარაკს, თითქოს ეს მართულია, თითოეულ ჩვენგანს, ამ პოლიციელებსაც შვილები გვყავს და ღმერთმა დაგვიფაროს, ხალხნო, ასეთივე შვილები ჰყავდათ ამ ადამიანებს და მოუკლეს, ეს არ არის „გრეჩიხას“ კარვები, ეს არის შვილმოკლული მამაების სამართლიანი მოთხოვნა, რომ შვილის მკვლელები დაისაჯონ. ნაცვლად ამისა, რას პასუხობენ? ცინიზმს, პროპაგანდას, ზონდერების მოგზავნას, დავინახეთ ყველა ის ადამიანი მოიტაცეს, ვინც დღეების განმავლობაში ბატონ მაჩალიაკშვილს და სარალიძეს გვერდით ედგა, მიიღეს დავალება ივანიშვილისგან, რომ გაწმნდილიყო გზა“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






