„ოცნების“ დეპუტატმა აქციას დასცინა - „30-მდე ადამიანი და 3 კარავი, სასაცილოა...“
პოლიტიკა - 10:42, 11 Jun, 2018     5694
უმრავლესობის დეპუტატის, ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო წილოსანის "ფეისბუქ" გვერდზე, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, მისი ირონიული პოსტი აღარ იძებნება. წილოსანმა აქციას სასაცილო და სამარცხვინო უწოდა.

„რუსთაველის გამზირი...30-მდე ადამიანი და 3 კარავი. სასაცილოა, სამარცხვინო რომ არ იყოს" - წერდა წილოსანი.
მისმა პოსტმა ფეისბუკმომხმარებლების გაღიზიანება გამოიწვია.
მოგვიანებით წილოსანმა აღნიშნული პოსტი წაშალა და ვრცელი განცხადება გაავრცელა.

"ვაფასებ და დემოკრატიულ პროცესად მივიჩნევ სამოქალაქო აქტივიზმს და მშვიდობიან მანიფესტაციებს, რაც ცივილიზებულ ქვეყანაში რიგითი მოქალაქისთვის თავისი შეხედულებების საჯაროდ გამოხატვის ფორმაა და არა - არჩევნების ალტერნატივა.

დემონსტრაციებით ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნა უკან გადადგმული ნაბიჯია.

მსგავს მეთოდებზე ჩვენ 2012 -ში უკვე ვთქვით უარი და ცივილიზებული გზით ავირჩიეთ ხელისუფლება.

დრო, როცა აგორა - ქალაქის ცენტრში გამართული სახალხო კრება განიხილავდა და წყვეტდა საკითხებს, სადაც ყველას ხმა ვერ იქნებოდა გაგონილი, განვლილი ეტაპია. საქართველოში, 1990 წლიდან მოყოლებული, დღემდე, ხელისუფლება სამჯერ შეიცვალა:
ერთხელ სამოქალაქო ომის (ზვიად გამსახურდიას პერიოდი) , მეორედ - ვარდების რევოლუციის (2003 წელი) და მესამედ - არჩევნების ანუ დემოკრატიის გზით (2012 წლის საპარლამენტო არჩევნები).

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქვეყანამ ჩააბარა დემოკრატიის ტესტი.
ეს არჩევნები იყო განვითარების ახალი ეტაპის მაჩვენებელი, როცა უსისხლოდ, ყოველგვარი ძალადობის და რევოლუციის გარეშე ჩანაცვლდა ერთი ძალა მეორეთი. 2016 წლის არჩევნებით კი ქვეყანამ სერიოზული განაცხადი გააკეთა დემოკრატიაზე.

მაინც, რატომ არის აუცილებელი, რომ ქვეყანაში გაგრძელდეს პოლიტიკური პროცესების წარმართვა არჩევნების გზით, დემოკრატიულად და არა ქუჩაში გამოსვლებით?

ქუჩა ემოციების არენაა და ამ გზით მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება ქვეყნის ნაკლებგანვითარებულობაზე მეტყველებს.

როცა საზოგადოება ვერ აცნობიერებს და სათანადოდ ვერ იყენებს თავის ხელთ არსებულ ყველაზე მძლავრ სამართავ ბერკეტს - საარჩევნო ხმას და გადადის ფიზიკურ დაპირისპირებასა თუ ქუჩის მმართველობაზე, ეს, რა თქმა უნდა, ქვეყნის პოლიტიკაზე ახდენს არსებით გავლენას და მთელი მსოფლიოსთვის მიუღებელია.

დღეს თუ სურათს ფართე ჭრილში შევხედავთ, გავიხსენებთ, რომ კონკრეტული პრობლემის მოგვარების საბაბით გაკეთებულ ქაოსურ მოწოდებებზე აყოლა დიდი მავნებლობაა სრულიად ქართული სახელმწიფოებრიობისთვის, ქუჩის მმართველობაზე გადასვლა კი - არასწორი მოქმედება და სახიფათო პოლიტიკური თამაში ხალხის წინააღმდეგ.

მოქალაქეობრივი კულტურა ერთ-ერთი მთავარი პირობაა დემოკრატიის განვითარებისთვის.
შესაძლოა ბევრს არჩევნებისა და დემოკრატიის კავშირზე არ უფიქრია, მაგრამ ქვეყანაში რევოლუციების დრო რომ უნდა დამთავრდეს, ამაზე ჩვენთან, გურიაში, უკვე რახანია საუბრობენ" - წერს წილოსანი







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42