მისი თქმით, „ევროპულმა საქართველომ“ „რუსთავი 2“-ის გუშინდელ ეთერში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე არ ისაუბრა, რაც დიდი დანაშაულია.
„გუშინ ნიკა გვარამიამ ოთხჯერ შეახსენა „ევროპულ საქართველოს“, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე რომ არ იყო საუბარი მაჩალიკაშვილის საქმე. ვითომ არ ესმოდათ. უნდა განხილულიყო მაჩალიკაშვილის საქმეც. მეც ვითხოვ. ეს არის პირდაპირ სახელმწიფოს დანაშაული. ისეთი დანაშაული, რომ ამის გამოსწორება არ შეიძლება. საყვედური მაქვს „ევროპულ საქართველოსთან“. ოთხჯერ უთხრეს, რატომ არ ახაენებთო მაჩალიკაშვილის საქმეს საგამოძიებო კომისიაში, ვითომ არ ესმოდათ. ჩვენ ხომ ვიყავით პრემიერთან და შევხვდით. ჩემი კვირიკაშვილთან მიღებაც იყო ძალით. ეს ჩემი განცხადების შემდეგ მოხდა. ყველა ჩემი მოთხოვნა იყო გაჟღერებული პრემიერთან, აღიაროს სახელმწიფომ ეს დანაშაული, აღიაროთ თემირლანის უდანაშაულობა. თემირლანი მოკლეს, ხო?! ამას ვერსად გავექცევით. ეს არის რეალობა. ჩემთან ჩაიდინეს ტერორისტული აქტი. ეს სახელმწიფოს შეცდომაა. ამ უსასტიკესი დამაშაულის გადასაფარად, რომ გამოაცხადეს ჩემი შვილი ტერორიზმში ეჭვმიტანილად ეს არის ჩემთვის მის სიკვდილზე მეტი" - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






