მამა ნიკოლოზს ერთ-ერთი მსჯავრდებული იაგო წიქვაძე, რომელიც სასჯელს N1 დაწესებულებაში იხდიდა, ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.
"პატიმარს სახესა და ზურგის არეში ძლიერი ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა. პატიმარი იმდენად ცუდად გრძნობდა თავს, რომ მისი გადაადგილება ვერ მოხერხდა და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა იგი საკანშივე ინახულეს. ძლიერი თავის ტკივილების გამო წაქვაძემ ვერც ახსნა-განმარტების დაწერა შესძლო. შესაბამისად მისი ახსნა-განმარტების დაწერა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს მოუწიათ და პატიმარმა მხოლოდ ხელი მოაწერა. როგორც პატიმარი იაგო წაქვაძე აცხადებს, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და შეკამათების შემდეგ, მას ფიზიკური დაზიანებები საპყრობილის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა მიაყენეს. მათ შორის ციხის უფროსმა თემურ ტაბაღუამ", - აღნიშნულია ომბუდსნების 2006 წლის ანგარიშში.
მასალის გამოყენების პირობები






