„არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოლიციის ფორმით შეიძლება მოხდეს რაიმე პროვოკაცია, ჩვენს მიერ იქნება მყისიერი რეაგირება ამაზე მოხდენილი და კანონის მთელი სიმკაცრით იქნებიან ეს ადამიანები დასჯილი, ვინც შეეცდება პოლიციის ფორმით ან რაიმე შესაბამისი აღჭურვილობით პროვოკაციის მოწყობას. არსებობს აღნიშნული ინფორმაცია. ასეთი ინციდენტები შეიძლება მოხდეს, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ და მოვუწოდებთ აქციის ყველა მონაწილეს, ვალდებულები არიან პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად, რომ დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ჩვენი მხრიდან ადეკვატური რეაგირება. ყველა კუთხეში აყენია საპატრულო პოლიციის და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ უსაფრთხოდ ჩატარდეს ეს აქცია, რათა დავიცვათ საზოგადოებრივი წესრიგი“, - აღნიშნა თეიმურაზ კუპატაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






