ინციდენტი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე - თბილისის პოლიციის უფროსის თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, აქციაზე დაკავებულია ორი პირი, მათ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის ბოროტად დაუმორჩილებლობის მუხლებით ედავებიან:
„ამ ეტაპზე არის ორი პიროვნება დაკავებული, ერთერთი მათგანი, რომელიც სავარაუდოდ იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, შევიდა, აქციის მონაწილეებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, პოლიციელები შეეცადნენ მის გამოყვანას, აქციის მონაწილეები მას აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, სავარაუდოდ ორი მხრიდან მოხდა დაკავება, ეს ორი პიროვნება სავარუდოდ იყო ერთმანეთის დაპირისპირებული მხარე, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის ბოროტად დაუმორჩილებლობის მუხლებით არიან დაკავებულები“, - განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






