"სისტემა, რომელიც ოლიგარქმა შექმნა, ლპება და თავდაცვით რეჟიმში გადადის, ეს პროტესტი არ უნდა ჩაცხრეს"- ბაჩუკი ქარდავა
პოლიტიკა - 19:05, 10 Jun, 2018     1452
შვილმკვდარი მამების მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე რიგით მოქალაქეებთან ერთად ზაზა სალარიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს სოლიდარობას პოლიტიკოსებიც უცხადებენ. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის ბაჩუკი ქარდავას თქმით, ბოლო დღეებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა, ცხადად აჩვენა ის, რასაც ზაზა სარალიძე ამ დრომდე ამტკიცებდა, რომ მისი შვილის მკვლელობაში დამნაშავეების დაფარვაში ჩართული იყვნენ ხელისუფლების წევრები:


„მირზა სუბელიანის დაკავება იყო მოჩვენებითი ნაბიჯი, რითაც ხელისუფლებამ და შსს-მ გვითხრა, რომ დანაშაულში, რასაც ქვია მკვლელობის დაფარვა ჩართული არიან ძალიან მაღალი თანამდებობის პირები. ხელისუფლებამ ამით აღიარა, რომ ეს ტრაგედია, რომელიც მოხდა ქვეყანაში და რომელიც მთელმა საქართველომ იცის, სწორედ ხელისუფლების მაღალჩინოსნების ხელდასმით არის მიჩქმალული. უამრავი დანაშაულია ამაში და აქ თანამონაწილეა არა მხოლოდ ერთი და ორი ადამიანი, არამედ ამ საქმეში არის მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება ხელისუფლების მიერ, რაც ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლება არის ამ დანაშაულის თანამონაწილე. ერთ კვირაზე მეტია ქართული საზოგადოება რუსთაველის გამზირზე თანადგომას უცხადებს ერთის მხრივ ზაზა სარალიძეს და აპროტესტებს იმას, რომ ამ ქვეყანაში შესაძლებელია სისტემამ არა მხოლოდ მოუკლას შვილი, არამედ გასრისოს ერთი რიგითი ადამიანი, შემდგომ კი ცინიკურად გაანადგუროს. ნებისმიერ მოქალაქემ, რომელიც აქ არაა და ტელევიზიით ადევნებს თვალყურს, უნდა იცოდეს, რომ ხვალ და ზეგ ეს ტრაგედია ნებისმიერის სახლში შეიძლება შევიდეს. სისტემა რომელიც ოლიგარქმა შექმნა, ლპება და თავდაცვით რეჟიმში გადადის, ამ რეჟიმში კი ის ძალიან სახიფათოა.“- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

ედპ-ს ლიდერი ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნასაც გამოეხმაურა. ქარდავას თქმით, ის წარმატებას უსურვებს ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელიც ამ პრობლემის მოგვარებას ცდილობს, თუმცა არ სჯერა რომ ოლიგარქის მიერ შექმნილი სისტემის დამარცხება კაბინეტებიდან იყოს შესაძლებელი:

„ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველა პოლიტიკურ ძალას, ამ პრობლემის მოგვარების როგორი შეხედულებაც არ უნდა ქონდეს, მაგრამ მე პირადად არ მჯერა, რომ კაბინეტებში შესაძლებელია იმ პრობლემის მოგვარება, რომელსაც მართავს ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი. არ მჯერა, რომ იქ სადაც საპარლამენტო უმრავლესობა ამ ადამიანს ჯიბეში ჰყავს, იქ რაღაც საპარლამენტო კომისიამ რაიმე შედეგს მიაღწიოს. მინდა იცოდეს ყველამ, რომსაზოგადოებრივი პროტესტი ქუჩაში, რომელიც დღეს მიმდინარეობს , არ არის პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსების ორგანიზებული და არის ზაზას მხარდასაჭერად გამოსული ხალხი, ჩვენც ვდგავართ როგორც ერთ-ერთი მოქალაქე და ამ საზოგადოების ნაწილი . თუ რამე გამოცდილება მაქვს პოლიტიკუერი, შევეცდები ეს გამოცდილება ამ პროტესტს მოვახმაროთ, მე ვფიქრობ რომ ეს პროტესტი არ უნდა ჩაცხრეს და აუცილებლად უნდა მივიდეს პოლიტიკურ ნაბიჯებამდე , ეს უნდა იყოს იუსტიციის მინისტრის გადადგომა და მთავარი პროკურორის არასამთავრობო ორგანიზაციებსი აქტიური მონაწილეობით დანიშვნა, და არა ბიძინას ჯიბის პროკურორის შერჩევა.

სუბელიანის დაკავებით შსს-მ ცინიზმი ჩაიდინა, ამით შსს ამ ადამიანს, რომელიც შვილის მკვლელების და მათი მფარველების დასასჯელად იბრძვის ეუბნება, რომ შენ ითხოვდიო სუბელიანს და 200 ლარიანი ჯარიმა, რომ შეესაბამება ისეთი მუხლით დავაკავეთო .“- აღნიშნა ქარდავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42