"ეს ბრძოლა თავისი არსით არის პოლიტიკური და ყველა ადამიანი ვინც იბრძვის აქ, რაღაც დოზით მონაწილეობს პოლიტიკურ ბრძოლაში.
ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ვის მხარეს ვდგავათ - ზაზასკენ ვართ თუ ბიძინასკენ. სხვა არჩევანი არ არის.
მივმართავ ყველა ადამიანს, რომელიც აქ გვისმენს. პირველ რიგში მინდა მივმართო იმ ოპოზიციურ პარტიებს და „ნაციონალურ მოძრაობას“, რომლებიც აქ არიან და ღიად დგანან ამ აქციაზე. კარგად დაფიქრდით, რატომ ხდება ისე, რომ იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ვაშინებდეთ ბიძინას „ნაციონალური მოძრაობით“, ბიძინა გვაშინებს ჩვენ „ნაციონალური მოძრაობით,“ კარგად დავფიქრდეთ ამაზე, რატომ ხდება ეს.
რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს, ჩამოყალიბდით ვისკენ ხართ - ბიძინასკენ ხართ თუ ბიძინასკენ არ ხართ და ეს მერე გაგვაგებინეთ მკაფიოდ და ნათლად.
ხალხო, ჩვენც ბევრი რამის გვეშინია ადამიანებს. ჩვენც გვეშინია, რომ შეიძლება არ აღმოვჩნდეთ საკმარისად მრავალრიცხოვანი იმისთვის, რომ ეს ბრძოლა გამარჯვებისკენ მივიყვანოთ. შეიძლება, რაღაცა ისეთი გვქონდეს გაკეთებული წარსულში, რომელსაც ამოგვიგდებენ და ამით ჩვენს კომპრომატირებას შეეცდებიან, შეიძლება ეს გამოუვიდეთ, შეიძლება არა, მაგრამ დარტყმას ყველა შემთხვევაში მივიღებ. აქ ეს არ არის მთავარი. ჩვენ გვაქვს გონება , იმისათვის, რომ ზუსტად შევაფასოთ მოწინააღმდეგის ძალა, ჩვენი ძალა, იმისათვის, რომ ვიცოდეთ, რამდენად დიდი გვაქვს გამარჯვების შანსი. მაგრამ მთავარი აქ ეს არ არის, ეს არის ჩვენი ნება, რომ გვინდა ვიცხოვროთ ნორმალურ ქვეყანაში, აქ რაც ხდება, ეს არის ნორმალური, ვერ მოვიტყუებთ თავს" - განაცხადა მიშა მშვილდაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






