როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, პოლიტიკოსები სრულ ნდობას უცხადებენ ზარალიძეს და მაჩალიკაშვილს და მის გვერდით იქნებიან, მანამდე სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
"მოთხოვნა იგივეა რაც იყო ერთი კვირის წინ, მთავარი მოთხოვნაა, რომ დაისაჯოს ყველა დამანაშავე და ამ დამნაშავეების მფარველები. ეს არის მთავარი მოთხოვნა, რომლის შესრულებასაც ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოსვლით ითხოვს. დღეს ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების გზა გადის რუსთაველზე და არა კაბინეტებში და კომისიებში. ეს ხალხი არის ის ძალა, რომელიც მიაღწევს საბოლოო მიზანს და ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს აპოვნინებს სიმართლეს. თავად ზაზას და მალხაზის მოთხოვნებია ეს, რომ მათ გვერდით უნდ ვიდგეთ დღეს ყველა. იმას რასაც ხელისუფლება ერთი კვირის განმავლობაში აკეთებს მართლაც სამარცხვინოა, 10 ივნისამდე იყო დათქმული ვადა, იმის შემდეგ რაც ზაზა და მალხაზი პრემიერს შეხვდნენ და ამის შემდეგ მათ მორიგი ლუკმა გადმოუგდეს ამ ხალხს მირზა სუბელიანის სახით და ეს იყო ხელისუფლების რეაქცია ამ ყველაფერზე. მინდა მივმართო ხელისუფლებას, რომ ეს მუხტი გაგრძლედება მანამ სადამ ერთხელ და სამუდამოდ არ დადგინდება სიმართლე და არ დაისჯება ყველა დამნაშავე და ყველა მმართველი. ჩვენი გეგმები არის ზუსტად იგივე რასაც ბატონი ზაზა და მალხაზი დააყენებენ, რადგან სრული ნდობა გამოვუცხდეთ მათ" - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა აქციაზე.
მასალის გამოყენების პირობები






