"ბიძინა, შენ შეიძლება მოიგო ბრძოლა ორჯერ, მოიგო სამჯერ, მაგრამ ომს შენ ვერ მოიგებ" - მიშა მშვილდაძე
პოლიტიკა - 18:01, 10 Jun, 2018     3184

პარლამენტის წინ ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს მიმართა პროდიუსერმა მიშა მშვილდაძემ.

„სისტემამ გაჭყლიტა ზაზა სარალიძე. სისტემა არ აძლევს შესაძლებლობას, რომ იპოვოს სიმართლე. სარალიძეს სისტემა დასცინის, სისტემა ამასხარავებს, სისტემა ეთამაშება, სისტემა არ უდგება სერიოზულად და სისტემა არ ასრულებს თავის ფუნქციას.

ამ სისტემის უკან ერთი ადამიანი დგას და ეს ადამიანი ბიძინა ივანიშვილია. ეს არის ბრძოლა - ერთი ადამიანის სიმართლე უფრო ძლიერია თუ ერთი ადამიანის სისტემა. ერთი ადამიანი უფრო პრინციპული იქნება, უფრო მეტს მოითმენს, უფრო ზუსტად შეძლებს ბრძოლის წაყვანას თუ უფრო ეშმაკი და შენძრეული იქნება და სწორად გადმოყრის რაღაც ბარტყებს, ჭანჭიკებს იმ სისტემის, რომლებიც არაფრად არ უღირს არც იმათ და არც ჩვენ.

ეს არის ბრძოლა სიყალბესა და გულწრფელობას შორის და ჩვენი ვალია, რომ ამ ბრძოლაში გაიმარჯვის სიმართლემ.

ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ ერთ კონკრეტულ ადამიანს გამოვუცხადოთ მხარდაჭერა და დავუბრუნოთ ადამიანების იმედი, რომ ჩვენც ვარსებობთ, ჩვენ გვესმის მისი, ჩვენ ვუდგავართ მას გვერდით და ჩვენ დავეხმარებით თავისი სიმართლის პოვნაში.

ბოლოს, მინდა, მივმართო თვითონ ბიძინასაც. არ ვიცი, როგორ დამთავრდება კონკრეტულად ეს დღე, ეს ბრძოლა. ეს ბრძოლა გაგრძელდება და კიდევ ბევრი ბრძოლა იქნება, ბიძინა, შენ შეიძლება მოიგო ბრძოლა ერთი, მოიგო ბრძოლა ორჯერ, მოიგო სამჯერ, მაგრამ ომს შენ ვერ მოიგებ, იმიტომ, რომ არავის მოუგია ომი საკუთარ ხალხთან“ - განაცხადა მშვილდაძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42