„პირველი დღიდანვე ვიცოდი რომ თემირლანი მკვდარი რომ იყო, მაგრამ არ გავამხილე, რომ დედამისს გული არ გასკდომოდა. მე იმ დღეს განვაცხადე, რომ თემირლანს მივაბარებ ალაჰს და მერე მივხედავ საქმეს თქო. იმ დღიდან არის ჩემზე თვალთვალი და სუს-ის ყველა თანამშრომელი ცდილობს რომ ფეხი წამომიდონ.“- განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
მალხაზ მაჩალიკაშვილი მის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, იმასთან დაკავშირებით, რომ ის შურისძიების მიზნით, სუს-თან თავის აფეთქებას აპირებდა. მისი თქმით, ის ქართულ საზოგადოებას ამას არასოდეს გაუკეთებს და ის იბრძვის იმისთვის, რომ დამნაშავეების დასჯას კანონიერად და წესიერი გზით მიაღწიოს:
„რაც შეეხება განცხადებას, რომ სუს-ის წინ თავის აფეთქებას ვაპირებდი, ეს რომ ნებისმიერ ქართველს ეთქვა არაფრად მიიჩნევდნენ, რადგან მე ვთქვი, მიტომ მოჰყვა ამას ამბავი. ქართველმა საზოგადოებამ იცის, რომ ამას არასოდეს გავაკეთებდი, იმიტომ რომ მე საქართველოს სიყვარული მაქვს და არა იმიტომ, რომ ისინი არ მეზიზღებიან.ჩემში შურისძიების კოდს არავინ წაშლის, მაგრამ მე ამას არ გავაკეთებ საქართველოში. მე მინდა კანონიერად და წესიერი გზით მივაღწიო დამნაშავეების დასჯას.“- აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ის სიმართლის დასადგენად და დამანაშავეების დასასჯელად ასევე შვილმოკლულ მამასთან, ზაზა სარალიძესთან ერთად ბოლომდე იბრძოლებს:
„ჩემი და სარალიძის უბედურება ერთადაა და ჩვენც ბოლომდე ვიქნებით ერთად სანამ დამნაშავეები არ დაისჯებიან. სანამ არ დაისჯება ზაზა სარალიძის შვილის მკვლელები და ისინი ვინც მკვლელებს ხელი დააფარა და ეს ბინძური თამაში ითამაშა.
ჩემი ერთადერთი ვაჟის სიკვდილზე მეტი არის მისი ტერორიზმში დადანაშაულება. პირველ რიგში სახელმწიფომ თემირლანის უდანაშაულობა უნდა აღიაროს. სანამ ამ ყველაფერს სისრულეში არ მოვიყვანთ მე და ზაზა ერთად ვიქნებით.“- განაცხადა მაჩალიკაშვილმა დღეს გამართული აქციის დროს ტვ პირველთან ჩართვისას.
მასალის გამოყენების პირობები






