მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელოდება კენტინ ტარანტინოს ახალი ფილმის ერთხელ ჰოლივუდში“ (Once Upon a Time in Hollywood), რომელშიც ნახევარი ჰოლივუდი მონაწილეობს.
ფილმში, რომლის სიუჟეტი 60-იანი წლების მიწურულს ჰოლივუდში ვითარდება, მთავარ როლებს ლეონარდო დიკაპრიო და მარგი რობი ასრულებენ.
მოქმედება 1969 წელს განვითარდება და მასში ჩარლზ მენსონის მიერ მსახიობ შერონ ტეიტისა და მისი ოთხი მეგობრის მკვლელობის შესახებ იქნება მოთხრობილი.
ფილმი დიდ ეკრანებზე 2019 წლის 9 აგვისტოს, ტეიტის გარდაცვალებიდან 50-ე წელს გამოვა.
მაშ ასე ვარსკვლავური ქასთი ამ ეტაპისთვის ასე გამოიყურება: ალ პაჩინო, ლეონარდო დიაკპრიო, ბრედ პიტი, მარგო რობი, კურტ რასელი, ემილ ჰირში, მაიკლ მადსენი, ტიმ როთი , ბერტ რეინოლდსი, დემიენ ლუისი, ჯეიმს მარსდენი, ლიუკ პერი, ტიმოთი ოლიფანთი, კლიფტონ კოლინსი, ზოე ბელი, ნიკოლას ჰამონდი, ჯული ბათერსი, ანდრეა სმიტი, კეიტ ჯეფერსონი.
მასალის გამოყენების პირობები






