" იმედს ვიტოვებთ, შსს მოახდენს ყველა იმ კითხვაზე პასუხის გაცემას, რომელიც საქმეში არსებობს" - სახალხო დამცველი
პოლიტიკა - 21:02, 09 Jun, 2018     1340

მოზარდების მკვლელობის საქმე - მირზა სუბელიანის დაკავების ფაქტს და ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის გამოძიებას სახალხო დამცველი ეხმაურება:

„სახალხო დამცველს სურს გამოეხმაუროს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესს და მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩვენ მიერ შესწავლილი საქმის გარემოებების შესახებ.

ჩვენი აპარატის წარმომადგენლებმა მაქსიმალურად ინტენსიურ რეჟიმში შეისწავლეს მკვლელობის და დანაშაულის დაფარვა/შეუტყობინებლობის გამოძიების ის მასალები, რომელიც სასამართლოში გაიგზავნა. 5 დღეში მოვახერხეთ 10 ტომის შესწავლა დეტალურად; შევძელით ყველაზე მნიშვნელოვანი მასალების კრიტიკულად გააზრება და დოკუმენტების ურთიერთშედარება. ჯერ-ჯერობით არ გავცნობივართ მხოლოდ მოწმეზე ზემოქმედების საქმის იმ დეტალებს, რომელსაც ამ ეტაპზე ინტენსიურად იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. თუმცა, უახლოეს დღეებში შსს ეტაპობრივად გაგვაცნობს აღნიშნული გამოძიების მასალებსაც.

სახალხო დამცველი საქმეს ორი მიმართულებით სწავლობს: ერთი, რამდენად ჩატარდა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები ან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები რამდენად საკმარისი იყო; მეორე, რამდენად არიან გამოკვეთილი საქმის მასალებში კონკრეტული პირები, რომელთა პასუხისმგებლობის იდენტიფიცირება შესაძლებელია.

ჩვენს მიერ ამ ეტაპისთვის იდენტიფიცირებულია გარკვეული ფაქტები, რომელთა გარშემოც გვინდა საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია. საქმის შესწავლის შედეგად გაჩნდა კითხვა, რატომ არ ამოიღო გამოძებამ ერთ შემთხვევაში ჩხუბში მონაწილე პირის ტანსაცმელი, მაშინ როდესაც აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება ჩხუბში მონაწილე სხვა პირთა მიმართ ჩატარებულია. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ მოწმეთა უმრავლესობა არ იძლეოდა ჩვენებას, ჩვენი შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ მოწმეთა დაკითხვის დროს არ დასმულა ის კითხვები, რაც დააზუსტებდა ან/და გამოავლენდა აღნიშნული ან სხვა პირების როლს დანაშაულის ჩადენაში. ამის პარალელურად, გარკვეული მოწმეები, რომელთაც მაღალი ალბათობით ჰქონდათ გამოძებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, არ არიან დაკითხულები ან გამოკითხულები.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დანაშაულის დაფარვის ნაწილში იკვეთებოდა არა მხოლოდ იმ პირთა პასუხისმგებლობის საფუძველი, რომლებიც 9 ივნისამდე იყვნენ პასუხისგებაში მიცემულნი, არამედ, სხვა პირებისაც. აღნიშნულთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები დაგვიანებით, ან საერთოდ არ ჩატარდა.

ამავდროულად, გამოსაკვლევია ჩხუბში მონაწილე იმ ინდივიდების ბრალეულობის საკითხი, რომლებიც შეიძლება უშუალოდ მკვლელობის ამსრულებლები არ იყვნენ, მაგრამ შეიძლება ჩადენილი აქვთ სხვა დანაშაული (მაგალითად, ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთი პირის სავარაუდო დაჭრა).

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ექსპერტიზა დაგვიანებით ჩატარდა, ექსპერტიზის შედეგებითა და მოწმეთა ჩვენებებით, საქმის მასალებში შესაძლო სხვა დანაშაულის (დაჭრის) ჩადენის ნიშნები იკვეთებოდა. გამოძება ამ გარემოებებთან დაკავშირებით არ დაწყებულა. ჩვენც პრობლემურად მიგვაჩნია ე.წ. ფარდულის დაშლის ეპიზოდი, რადგან ვერ დავინახეთ, თუ ვინ გასცა მისი დაშლის ნებართვა. ასევე, აღსანიშნავია, რომ ფარდულის პირვანდელი მდგომარეობა არ არის ზუსტად იდენტიფიცირებული.

ჩვენ ჯერ კიდევ შესასწავლი გვაქვს სასამართლო განხილვის მასალები, რომელთაც სასამართლოში გავეცნობით. ასევე, მნიშვნელოვანია გავეცნოთ განაჩენს, რომელიც კვლავ არ არის ხელმისაწვდომი. საბოლოო დასკვნას საზოგადოებას ყველა მასალის გაანალიზების შემდეგ წარმოვუდგენთ.

აქვე გვსურს მივესალმოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებულ აქტიურ საგამოძიებო პროცესს. ჩვენი დაკვირვებით პარალელურ რეჟიმში უამრავი საგამოძიებო მოქმედება ხორციელდება და ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე პირს წარედგინა ბრალი. ვფიქრობთ, აღნიშნული პირებისთვის ბრალის წაყენება არსებული კითხვების ნაწილს მაინც გასცემს პასუხს. იმედს ვიტოვებთ, პარალელურ რეჟიმში შინაგან საქმეთა სამინისტროც გასცემს საქმეში არსებულ კითხვაზე პასუხის.

უნდა აღვნიშნოთ, რომ საქმის მასალების სრულად გაცნობის შემდეგ, ჩვენი შეფასების ერთ-ერთი საგანი შინაგან საქმეთა სამინისტროს ფარგლებში 2018 წლის ივნისიდან წარმოებული გამოძიების ეფექტურობის შეფასება იქნება“, - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42