მოზარდების მკვლელეობის საქმე - შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს მირზა სუბელიანი დააკავა, რომესაც ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით წარუდგინეს, რაც სასჯელის სახედ ჯარიმას ან ექვს თვემდე შინაპატიმრობას ან 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ შსს შვილმოკლულ მამას ეთამაშება და მნიშვნელოვანია, ხვალ რუსთაველის გამზირზე აქციაზე ბევდი ადამიანი მივიდეს:
„პირველი, რომ საზოგადოებრივმა პროტესტმა უკანდახევა აიძულა ხელისუფლებას და პირველი მცირედი შედეგი არის აქედან გამომდინარე, მაგრამ ნახეთ რას ცდილობენ ახლა ისინი, რომ რაღაც მუხლები ისე შეუფარდონ ამ ადამიანებს, რომ ჯარიმით გამოიყვანონ ეს ყველაფერი. აბსოლუტურად ვეთანხმები ზაზა სარალიძის განცხადებას, ეს არის მართლაც თამაში, რომლითაც ფაქტობრივად აწვალებენ ამ ადამიანს, შვილმოკლულ მამას და ვფიქრობ, რომ აუცილებელია ხვალ ბევრნი ვიყოთ რუსთაველზე“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






